მსოფლიო
ასეთი სიმხეცე აღარ უნდა დავუშვათ - დონალდ ტრამპი სირიაში მომხდარ თავდასხმაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ სწრაფ და ქმედით პასუხს გასცემს სირიაში განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე. მან არ გამორიცხა, რომ სამხედრო გზით უპასუხოს.
„მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ ასეთ სიმხეცეს, რომლის მოწმეეებიც გავხდით... არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს ჩვენს სამყაროში... განსაკუთრებით, როცა ეს შეგვიძლია აშშ-ის, ჩვენი ქვეყნის ძალის გამო, ჩვენ შეგვიძლია ამის შეჩერება“, -თქვა ტრამპმა სამხედრო ლიდერებთან და ეროვნული უშიშროების მრჩევლებთან შეხვედრაზე.
ამერიკულმა მხარემ თავდაპირველ მონაცემებზე დაყრდნობით ვერ დაადგინა, რა ნივთიერება გამოიყენეს თავდასხმის დროს და იდგა თუ არა ამის უკან სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რომელსაც რუსეთი მხარს უჭერს.
თუმცა ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის „მეტად გასაგები გახდა“, ვინაა პასუხისმგებელი თავდასხმაზე.
კითხვაზე, პასუხისმგებელია თუ არა ვლადიმერ პუტინი მომხდარზე, ტრამპმა განაცხადა, რომ „შესაძლოა, თუკი ის პასუხისმგებელია, მაშინ პასუხი მკაცრი იქნება“.
შაბათს, დამასკის მახლობლად, ქალაქ დუმაში მომხდარ სავარაუდო ქიმიურ თავდასხმას სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 1000-ზე მეტი კი დაშავდა.
როგორც სირიის მთავრობა, ასევე მისი მოკავშირე რუსეთი ქიმიურ თავდასხმაში მონაწილოებას გამორიცხავენ.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


