მსოფლიო
ასეთი მოქმედებები არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო პატრიარქს
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ლეგოიდამ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსის მიერ უკრაინაში საკუთარი წარმომადგენლების დანიშვნა „მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე უპრეცედენტოდ უხეშ შეჭრად“ შეაფასა.
„კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინაში საკუთარი წარმომადგენელ-ეპისკოპოსების დანიშვნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან და კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტთან შეთანხმების გარეშე, სხვა არაფერია, თუ არა უპრეცედენტოდ უხეში შეჭრა მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე. ასეთი მოქმედებები არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს“,- დასძინა ლეგოიდამ.
შეგახსენებთ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. ამის შესახებ მან რუსეთის პატრიარქ კირილესაც აცნობა და დასძინა, რომ ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები უკვე მიმდინარეობს.
7 სექტემბერს მსოფლიოს პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის მზადების პროცესში, თავის ეგზარქოსებად კიევში დანიშნა არქიეპისკოპოსი დანიილ პამფილიევი აშშ-დან და ეპისკოპოსი ილარიონ ედმონტელი კანადიდან.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


