უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

8 იანვარი, 2026 12:19
font-size

ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო - შალვა კერესელიძე

2019 წელს გახარიას ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს პოზიციას, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვება არ შეიძლება. ამის მიუხედავად, პარტია „ქართული ოცნება“ იღებს გადაწყვეტილებას, რომ გავრილოვი არათუ შემოუშვან, არამედ „შეცდომით“ პარლამენტის თავმდჯომარის სავარძელში ჩასვან, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ იწყება გამოძიება და ექვსი წლის შემდეგ ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო“.

„საინტერესო ქრონოლოგიაა: 2019 წელს გახარიას ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს პოზიციას, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვება არ შეიძლება. ამის მიუხედავად, პარტია „ქართული ოცნება“ იღებს გადაწყვეტილებას, რომ გავრილოვი არათუ შემოუშვან, არამედ „შეცდომით“ პარლამენტის თავმდჯომარის სავარძელში ჩასვან. მოქალაქეების გაბრაზების ფონზე გავრილოვის მასპინძელი, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გარბის ქვეყნიდან და იმალება ბაქოში, არადა საქართველოს მოქალაქეები სწორედ მისი თანანმდებობიდან გადადგომას ითხოვენ. სიტუაცია იძაბება, პოლიცია და მომიტინგეების ნაწილი ერთმანეთს უპირისპირდებიან. მომიტინგეების და პოლიციის ნაწილი ფიზიკურად ზიანდებიან. მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ იწყება გამოძიება და ექვსი წლის შემდეგ ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო. ციტატა ივანიშვილის ბოლო საჯარო ინტერვიუდან: „დავუბრუნდები ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას – გახარიას. რა თქმა უნდა, მას გასამართლება მოუწევს. სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული“, – წერს კერესელიძე.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი