კომენტარი
არც ნოდარ მელაძეა სინამდვილეში „ნაცი“ და არც ლევან ხაბეიშვილი, ორივე არიან კორუფციის ბედკრული შვილები, როცა ფულზე იყიდება კაცი, იმას პოლიტიკური კუთვნილება აღარ აქვს - ირაკლი კობახიძე
სადაც საქმე გვაქვს კორუფციასთან, იქ არ არსებობს პოლიტიკური კუთვნილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, თუ კაცი არის კორუმპირებული, ის არ არის არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაცი“.
„გარკვეული სპეკულაციები მოჰყვა ჩემს განცხადებას და ითქვა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აფინანსებდნენ „ნაცებს“. ასეთი გზავნილები მოვისმინე. რეალურად, რაში იყო და არის საქმე, სადაც საქმე გვაქვს კორუფციასთან, იქ არ არსებობს პოლიტიკური კუთვნილება. კორუმპირებული არის კორუმპირებული. თუ კაცი არის კორუმპირებული, ის არ არის არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაცი“. მაგალითები დავასახელე „ნაცების“ შემთხვევაში, არც ნოდარ მელაძეა სინამდვილეში „ნაცი“ და არც ლევან ხაბეიშვილი. ორივე არიან კორუფციის ბედკრული შვილები, ნოდარ მელაძეც და ხაბეიშვილიც. როცა ფულზე იყიდება კაცი, იმას პოლიტიკური კუთვნილება აღარ აქვს. მართალია, „ნაცების“ ტელევიზიაში მუშაობს ერთი, „ნაცების“ თავმჯდომარე იყო მეორე, მაგრამ თუ ფულზე იყიდება კაცი, მას აღარ აქვს რეალურად პარტიული კუთვნილება. ორივე დაკავშირებულია „ნაცებთან“, პირდაპირ, ასე ვთქვათ ინსტიტუციურად ერთი „ნაცების“ ტელევიზიის ლიდერია და მეორე არის „ნაცების“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ არცერთი არ არის „ნაცი“, ორივე არის კორუმპირებული, ფულზე გაყიდული. იგივე ეხებათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც მე ვგულისხმობდი. რა თქმა უნდა, არ შევალ სახელებში და გვარებში, მაგრამ რეალურად, იგივე ეხება ამ ადამიანებსაც, ესენიც არ იყვნენ „ქართული ოცნება“. როდესაც ადამიანი ფულზე იყიდება, იმას აღარ აქვს პარტიული კუთვნილება. იქ არის უკვე ვიწრო, სუბიექტური, მერკანტილური ინტერესები და ამასთან გვქონდა საქმე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ადამიანი ფულზე იყიდება, მას აღარ აქვს არავითარი, არც პარტიული კუთვნილება და არც არანაირი პოზიტიური კუთვნილება.
ყველაფრის გამოძიება არის მნიშვნელოვანი, თუმცა გამოძიებასთან დაკავშირებით მე ვერ გაგცემთ პასუხს იმიტომ, რომ საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური სისტემა და გამოძიება არის კონკრეტული ორგანოების საქმე. მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, ამაზე პასუხის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ შესაბამის უწყებებს, სამართალდამცავ, ძალოვან სტრუქტურებს. შესაბამისად, მე ვერ ვიქნები ამ შეკითხვის ადრესატი. ზოგადა, რა თქმა უნდა, ყველაფრის გამოძიება არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


