კომენტარი
არც ერთი დანაშაული არ ჩაუდენია, ყველაფერი ჭორია - მეგის ქარდავას მამა
უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე დაკავებული, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, მეგის ქარდავას მამა დარწმუნებულია, რომ ის ბრალდებები რაც მის შვილს აქვს წაყენებული ჭორია.
როგორც სერგო ქარდავამ ჟურნალისტებს განუცხადა, შვილი ოჯახს, ამ წლების განმავლობაში, ხანდახან ეკონტაქტებოდა.
„არაფერი არ ვიცი. ხანდახან გვეკონტაქტებოდა, მაგრამ არ გვეუბნებოდა სად იყო, რომელ ქვეყანაში. ყველაფერი ჭორია, ამ დანაშაულებებზე საუბარი ყველაფერი ჭორია, სისულელეა. მას არც ერთი დანაშაული არ ჩაუდენია“,-აღნიშნა სერგო ქარდავამ.
მთავარო პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავა იძებნებოდა არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ: იგი მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე; მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე); მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე; მსჯავრდებული ბ.რ.-ს წამების საქმეზე; მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე;
ამჟამად კი, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება მ.ქარდავას ბრალდების ხუთი სისხლის სამართლის საქმე: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე; ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე; საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების საქმე; ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


