კომენტარი
არც ერთი ჩემი საათის ფასი 150 ლარს არ აღემატება - ირმა ინაშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ირმა ინაშვილი ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებლის სტატუსს პასუხობს, რომელიც მისი მაჯის საათების ფასს ეხება.
ინაშვილი წერს, რომ არც ერთი მისი მაჯის საათის ფასი 150 ლარს არ აღემატება და აქსესუარების ფოტოს აქვეყნებს.
,,ჩემმა მაჯის საათმა "ფეისბუქში" დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვინმე დ. ნებიერიძეს გული უნდა დავწყვიტო, არც ერთი ჩემი საათის ფასი 150 ლარს არ აღემატება, მაგრამ რომც აღემატებოდეს, რა?... ამით ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი შეიცვლება, თუ ეკონომიკა? თავხედობა ის კი არაა, როცა ხელზე იაფი, ( არა ორიგინალი) მაჯის საათი გიკეთია... თავხედობა და უწესობა ისაა, როცა საზოგადოებას ატყუებ. ამ საზოგადოებას სულ არ აინტერესებს ჩემი მაჯის საათების ხარისხი და ფასი. და თუ აინტერესებს, აგერ... რამდენიმეს წარმოგიდგენთ❤
P. S. საათი, რომლის ფოტოც ინტერნეტში გავრცელდა, მესაათესთანაა შესაკეთებლად. შეკეთდება და ვინმე დ. ნებიერიძის მეუღლეს საჩუქრად გავუგზავნი“, - წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე.

საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


