კომენტარი
არც ერთი ბიზნესი არ დაჩაგრულა, არ დაგვიტერორებია- ივანე მაჭავარიანი
ხალხის ხარჯზე აწყობილი ბიზნესი, ბიზნესი არ არის, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას. მისი თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა „ომეგა ჯგუფისა“ და სხვა ნებისმიერი კომპანიის მიმართ არის თანაბარი.
„თავად ბიზნესიდან ვარ მოსული და კიდევ ვიმეორებ – ასეთი დაცული ბიზნესი და ასეთი მეგობრული გარემო მე არ მახოვს. დამერწმუნეთ, ბიზნესის 99 პროცენტი, 100 პროცენტი თუ არა, ასე ფიქრობს. შესაბამისად, პოლიტიკა არის ასეთი – ჩვენ, რასაკვირველია, გვესმის ბიზნესის მდგომარეობა. თუ ვხედავთ, რომ მას აქვს პრობლემები, ვთავაზობთ გამოსავლის გზებს. თუმცა, ესაა გამონაკლისი შემთხვევები. ბიზნესის მხრიდან ძალიან სერიოზული არგუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი – უნდა იყოს ადგილობრივი წარმოება, როგორც ეს, მაგალითად, იყო „ომეგას“ შემთხვევაში. ზუსტად ამიტომ იყო, რომ ორი წელი ხელს ვუწყობდით. ზოგადად, ბიზნესის მიმართ ჩვენ ლოიალურები ვართ. თუმცა, თუ რომელიმე ბიზნესი, რომელიმე საწარმოს ბიზნესმოდელი დგას იმაზე, რომ გადასახადები არ გადაიხადოს და თუ გადაიხდის, გაკოტრდებიან, მაშინ ასეთი ბიზნესი არავის სჭირდება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე – სად გადის ზღვარი ბიზნესის მიმართ ხელშეწყობასა და საბიუჯეტო გადასახადების გადახდის ვალდებულებას შორის, ფინანსთა მინისტრმა უპასუხა: „ეს ზღვარი გადის ვალდებულებების გადახდაზე. ჩვენ წელს გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი შემოსავლები ისე, რომ არც ერთი ბიზნესი არ დაჩაგრულა, არ დაგვიტერორებია. ეს ყველაფერი ხდება ბიზნესის, ეკონომიკური ზრდისა და გაუმჯობესებული ადმინისტრირების ფონზე. შესაბამისად, ზღვარი გადის კანონზე და კანონი ითხოვს გადასახადების გადახდას. თუმცა, ამავდროულად, ხელისუფლება შეძლებისდაგვარად, ასევე კანონის ფარგლებში, ყოველთვის ითვალისწინებს ბიზნესმენების მდგომარეობას, იქნება ეს გადავადება თუ სხვა ტიპის ხელშემწყობი ღონისძიებები“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


