უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

28 თებერვალი, 2026 10:08
font-size

არც ერთი ამერიკელი არ უნდა გაემგზავროს ირანში, მოვუწოდებთ ირანში მყოფ ამერიკელებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა - მარკო რუბიო

ვაცხადებ ირანს უკანონო დაკავების სახელმწიფო სპონსორად, არც ერთი ამერიკელი არ უნდა გაემგზავროს ირანში არც ერთი მიზეზით. კვლავ მოვუწოდებთ იმ ამერიკელებს, რომლებიც ამჟამად ირანში იმყოფებიან, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.– ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

“როდესაც ირანის რეჟიმმა 47 წლის წინ ხელისუფლება ჩაიგდო ხელში, აიათოლა ხომეინიმ ძალაუფლება განიმტკიცა აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების მძევლად აყვანის მხარდაჭერით. ათწლეულების განმავლობაში ირანი აგრძელებს უდანაშაულო ამერიკელების, ისევე როგორც სხვა ქვეყნების მოქალაქეების, სასტიკ დაკავებას, რათა ისინი გამოიყენოს როგორც პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ. ეს ამაზრზენი პრაქტიკა უნდა დასრულდეს.

გასული წლის შემოდგომაზე პრეზიდენტმა ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება საზღვარგარეთ უკანონო დაკავებისგან აშშ-ის მოქალაქეების დასაცავად, ხოლო შემდეგ კონგრესმა მიიღო 2025 წლის უკანონო დაკავებების წინააღმდეგ ბრძოლის აქტი, რომელიც დეპარტამენტს აძლევს უფლებამოსილებას, ირანი გამოაცხადოს უკანონო დაკავებების სპონსორ სახელმწიფოდ. თუ ირანი არ შეწყვეტს ამ პრაქტიკას, ჩვენ იძულებული ვიქნებით განვიხილოთ დამატებითი ზომები, მათ შორის შესაძლო გეოგრაფიული მოგზაურობის შეზღუდვა აშშ-ის პასპორტების გამოყენებაზე ირანში, ირანის გავლით ან ირანიდან.

ირანის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს მძევლების აყვანა და გაათავისუფლოს ირანში უსამართლოდ დაკავებული ყველა ამერიკელი — ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გახდეს ამ სტატუსისა და მასთან დაკავშირებული ზომების გაუქმების საფუძველი. ჩვენ მოვუწოდებთ მას ამისკენ. არც ერთი ამერიკელი არ უნდა გაემგზავროს ირანში არც ერთი მიზეზით. კვლავ მოვუწოდებთ იმ ამერიკელებს, რომლებიც ამჟამად ირანში იმყოფებიან, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა”,-აღნიშნა მარკო რუბიომ.

საკვანძო სიტყვები:

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი