კომენტარი
არც ერთ ვარიანტში მე არ დავუშვებ, რომ რუსთავი2-ზე ცენზურა იყოს - დავით დვალი
ტელეკომპანია რუსთავი2-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის განცხადებით, ის რუსთავი2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და არ დაუშვებს, რომ ტელეკომპანიაში ცენზურა დამკვიდრდეს.
როგორც დვალამ გადაცემა „რეალურ სივრცეში“ აღნიშნა, თუ მოხდა ისე, რომ რუსთავი2-ში სიტყვის თავისუფლება შეიზუღდა, ის ჩათვლის რომ არხი ისევ ვიღაცის მიერ არის მითვისებული და არ ენდომება ასეთ არხში წილის ფლობა და კვლავ იბრძოლებს.
გარდა ამისა, დვალმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაც იქ ამჟამად ხდება მასში შეშფოთებას იწვევს.
„მე ვიზიარებ იმ შეშფოთებას. ტელესივცრეში რაღაცა ისე არ ხდება, ისე არ მიდის ყველაფერი. ჩემთვის ბოლო ზარი იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესები. მე ძალიან შეშფოთებული ვარ იმით რაც აქ ხდება. ახალი მენეჯმენტს, ვისაც ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ.
ძალიან დიდ გაკვირვებას იწვევს ეს ყველაფერი. ფაქტიურად რამდენიმე ვერსია, კომპრომისული ვარიანტები დადეს და ყველგან თეთრი ძაფით ნაკერივით ჩანს, რომ იხურება ყველა ის გადაცემები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს ეთერში. ეს შემაშფოთებელია. ამ ფონზე არის კითხვები, რამაც ოპონენტებს ძალიან სერიოზული სალაპარაკო მისცა, რომ ამას კამპანიის ხასიათი აქვს და რუსთავი2 მათ შორის, ერთ-ერთი მსხვერპლია. ,-აღნიშნა დვალმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


