კომენტარი
არც ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუთქვამს არანაირი ეჭვი, რომ ის არ ენდობა ქართულ მართლმსაჯულებას - თეა წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის, რაზეც საქართველოს ხელისუფლება, როგორც მხარე, წარდგენილ მასალებში აპელირებდა.
"იმედის დროსთვის" მიცემულ ინტერვიუში წულუკიანი განმარტავს, რომ რომ ახალი პრეცედენტის დადგომას სტრასბურგის სასამართლოში 17 მოსამართლის, ანუ ზედა პალატის უფრო ლეგიტიმური გადაწყვეტილება ესაჭიროება.
"სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტული სასამართლოა და იმისთვის, რომ პრეცედენტი დაირღვეს და ახალი პრეცედენტი დადგეს, ამისათვის 17 მოსამართლის, ანუ დიდი პალატის უფრო ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა საჭირო. მაგრამ პრეცედენტს უარი უთხრა ჯერ მორიგე მოსამართლემ, შემდეგ 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ და მიიღო აბსოლუტურად უპრეცედენტო გადაწყვეტილება. სწორედ ამას ეყრდნობოდა, ძირითადად, ჩვენი არგუმენტი, რომ პრეცედენტის შეცვლა ასე არ შეიძლება, რომ არ შეიძლება, კერძო დავაზე მიიღონ ამ ტიპის შეჩერების გადაწყვეტილება, რაზეც მრავალი ათეული წლის მანძილზე სტრასბურგის სასამართლო უარს ამბობდა", - აცხადებს წულუკიანი.
მისი თქმით, წლების წინ სტრასბურგის სასამართლომ, იგივე მოთხოვნაზე, რაზეც დღეს "რუსთავი 2"-ს თანხმობა მისცა, ქიბარ ხალვაშს უარი უთხრა.
"მე მახსოვს, იქ ვმუშაობდი, როდესაც ქიბარ ხალვაშმა, რომლის საკუთრების უფლებაც წინა ხელისუფლების დროს ირღვეოდა, შემოიტანა მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე მოთხოვნა და მაშინ სტრასბურგის სასამართლომ მას უთხრა უარი, იმიტომ, რომ პრეცედენტი ამას არ უშვებდა", - აღნიშნა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლო არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო და მას არ აქვს უფლებამოსილება, შეცვალოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.
"მას ერთადერთი შეუძლია თქვას, დაირღვა თუ არა რუსთავი 2-ის გამოხატვის თავისუფლება, ან რომელიმე ინსტანციის სასამართლოში რაიმე სახის ხარვეზი ხომ არ არსებობდა. თუ ასეთი ხარვეზი არსებობდა, ამის სანაცვლოდ ის დაადგენს კომპენსაციის ოდენობას", - ამბობს წულუკიანი.
მინისტრი "რუსთავი 2"-ს გამარჯვებულად არ თვლის, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ პროცედურული გადაწყვეტილებაა.
"მაქსიმალური ვადა, რაც შეიძლება შეჩერების ღონისძიებას ჰქონდეს, გახლავთ თავად დავის დასრულება. როგორც კი დავა დასრულდება, დროებითი ღონისძიებაც მოხსნილად ჩაითვლება. დავის დასრულებამდე კი ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მინიმუმ 1 წელი გვაქვს", - აცხადებს თეა წულიკიანი.
კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმას, რომ ევროპელი მოსამართლეების ნდობის ხარისხი ქართული მართლმსაჯულების მიმართ არც ისე მაღალია, მინისტრი შემდეგნაირად პასუხობს:
"არც ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუთქვამს არანაირი ეჭვი, რომ ის არ ენდობა ქართულ მართლმსაჯულებას. ჩვენი მიზანი მომავალი დავისას იქნება ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენი სასამართლო არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და არ შეიძლება ასე, ერთი ხელის მოსმით, შეეხო მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს", - ამბობს წულუკიანი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


