კომენტარი
არც ჯანი და არც ბიძია სემი არ გვეტყვის როგორი კონსტიტუცია უნდა გვქონდეს - თინა ხიდაშელი
ჯანი ბუკიოკიოსთვის არ ვწერთ კონსტიტუციას, არც მისი სამშობლოს ბედი წყდება ამ კონსტიტუციით. ის მშვიდად არის. ჩვენ არ ვიცი, - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს განცხადებას საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებით და მის განცხადებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ წრეებში გაკეთებულ შეფასებებს.
,,არც ჯანი და არც ბიძია სემი არ გვეტყვის როგორი კონსტიტუცია უნდა გვქონდეს.
განსხვავება საბჭოთა კავშირსა და თავისუფალი ქვეყნების კავშირებს შორის სწორედ ეს არის.
ჩვენ მივედით, დავაკაკუნეთ ევროკავშირის და ნატოს კარზე. პარტნიორებმა კარი გააღეს და გვითხრეს აქ რომ შემოხვიდეთ ასეთი, ასეთი და ასეთი ქვეყანა უნდა იყოთო. როცა ასეთ გახდებით დააკაკუნეთ და მოგესალმებით ჩვენს რიგებშიო.
ხოდა 24 წელია ეს მარტივი ამბავი ვერ გაიგო ვერც ერთ თაობის ქართულმა მმართველმა პარტიამ :( ჯანი ბუკიოკიოსთვის არ ვწერთ კონსტიტუციას, არც მისი სამშობლოს ბედი წყდება ამ კონსტიტუციით. ის მშვიდად არის. ჩვენ არ ვიცი :(
ვიქნებით დემოკრატიული ქვეყანა, მეტი შესაძლებლობები გვექნება, მეტი უსაფრთხოება, მეტი კეთილდღეობა. თუ არა და ვიქნებით მუდამ ასე ნაცრისფერ ზონაში :(
ჰა, შეუტიეთ ეხლა ბუკიკიოს და იძახეთ 9 წელი.
ეს არ არის ბილეთი ევროკავშირში, არც ნატოში და არც პარტნიორებთან :(
ეს არის ბილეთი უკან საბჭოთა კავშირში.
და ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს ბედს და მომავალს, ჩვენ! ჩვენ თვითონ!. როგორც თავად გადავწყვეტთ ზუსტ ისე ჩაივლის დანარჩენი ცხოვრება :(‘’ - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


