კომენტარი
არსებობს საფრთხე, მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება სოხუმისა და ცხინვალისთვის პრეცედენტული აღმოჩნდეს - ირმა ინაშვილი
უკრაინა თავის არჩევანს აკეთებს, საქართველომ კი საკუთარი ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ ჩვენი ინტერესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რადგან არსებობს საფრთხე, მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება სოხუმისა და ცხინვალისთვის პრეცედენტული აღმოჩნდეს, რაც ჩვენთვის სახიფათოა. ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ გონივრულად, ბრძნულად, ფრთხილად. კი ბატონო, უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, მაგრამ მას თავისი ინტერესები აქვს, ჩვენ კი ჩვენი ინტერესების დასაცავად უნდა ვიყოთ მობილიზებული“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით სერბეთის სამღვდელოება ფრთხილად, ბრძნულად, გონივრულად ფიქრობს და ჩვენც ასე უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს ყველაფერი სოხუმსა და ცხინვალზე უდავოდ აისახება.
„თუ სერბეთი ფიქრობს იმაზე, რომ ჩერნოგორია, მაკედონია აქვს, თუ ანტიოქიის ეკლესია შიშობს, რომ შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება მისთვის პრეცედენტული აღმოჩნდეს და ეს ყველაფერი ლიბანზე აისახოს, ჩვენ რატომ არ უნდა ვშიშობდეთ იმაზე, რომ ეს სოხუმსა და ცხინვალზე აისახება?! ეს უდავოდ აისახება“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ამ განცხადებით ირმა ინაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ მოუწოდებენ ის და დავით თარხან-მოურავი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას მხარი არ დაუჭირონ და რა უფლებით შეიძლება, მისმა პარტიამ გადაწყვიტოს, ჰქონდეს თუ არა ავტოკეფალია უკრაინელი ხალხის მიერ არჩეულ ეკლესიას, რადგან ბოლო რამდენიმე წელია, უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი ავტოკეფალიის მომხრეა.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, მსოფლიო პატრიარქის მთელი რიგი გადაწყვეტილებები ავტოკეფალური ეკლესიების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან ძალიან მწვავედ, კრიტიკულად და რადიკალურად არის შეფასებული.
„მსოფლიოში დღეს მოქმედი ცამეტი ავტოკეფალური ეკლესიიდან ხუთმა ერთმნიშვნელოვნად დაგმო მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის მოქმედება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. კიდევ ექვსი, ფაქტობრივად, უარყოფითად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას და ამ თერთმეტიდან ცხრამ ღიად იქადაგა მართლმადიდებლობის წიაღში განხეთქილებაზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


