კომენტარი
არსებობს კონკრეტული კითხვები თუ როგორ აღმოჩდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე - იან კელი
საქართველოში ამერიკის ელჩის იან კელის განცხადებით, არსებობს კონკრეტული კითხვები, თუ როგორ აღმოჩნდნენმ ბერ გაბრიელ სალსოსი ქუჩაზე ლიკვიდირებული პირები საქართველოს ტერიტორიაზე.
მისივე თქმით, ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წამორამდგენლები უკვე საქართველოში იმყოფებიან.
“ინტერესით ვაკვირდებით ამ პროცესს და ველოდებით შემდგომ ინფორმაციას. არსებობს კონკრეტული კითხვები, თუ როგორ აღმოჩდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე.
რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას გამოძიების პროცესში, მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.
გეტყვით იმას, რომ საქართველოს მთავრობის თხოვნით ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ და ეხმარებიან გამოძიების პროცესში. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, დღეს გაიმართება პრესკონფერენცია სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, ინტერესით ველოდებით ამ ინფორმაციას“,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.
სუს-ში ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, რომ 22 ნოემბერს ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ტერორიზმში ეჭვმიტანილთაგან ერთ-ერთი ლიკვიდირებული, ჩეჩენი მებრძოლი აჰმედ ჩატაევია.
უწყების პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განმარტებით, ჩატაევმა თავი აიფეთქა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


