მსოფლიო
არკანზასის ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა
ამერიკის არკანზასის შტატის ქალაქ ლიტლ როკში, ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სროლა უცნობმა პირმა გახსნა.
დაშავებულთა შორის 16 წლის მოზარდიც არის. პოლიციის მონაცემით, დაშავებულთა უმრავლესობამ ჭრილობები იმ დროს მიიღო, როდესაც კლუბიდან გაქცევას ცდილობდა.
ერთ-ერთი დაკავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, თუმცა მოგვიანებით მედიკოსებმა განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
პოლიცია მიიჩნევს, რომ მომხდარი ტერორისტული აქტი არ არის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიუ-იორკის ბრონკსის რაიონში, მამაკაცმა სროლა საავადმყოფოში გამართა. გაირკვა, რომ მამაკაცი აღნიშნულ საავადმყოფოში ადრე მუშაობდა.
ინციდენტის შედეგად ერთი ექიმი დაიღუპა, ექვსი ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელმა კი, თავი მოიკლა.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


