კომენტარი
არის თუ არა ჩანაწერები მოპოვებული კანონიერი გზით, ჯერ ეს კითხვა უნდა დავსვათ - ეკა ბესელია
არის თუ არა ჩანაწერები მოპოვებული კანონიერი გზით, ჯერ ეს კითხვა უნდა დავსვათ - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებულ სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრისას.
საქმე ეხება იმ აუდიოფაილებს, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები ბიძინა ივანიშვილთან ერთად „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლას ახორციელებენ.
ეკა ბესელიას აზრით, ჩანაწერი, რომელიც ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილზე განხორციელებულ რეკეტს ეხება, შესაძლოა, უკანონოდ არის მოპოვებული და გამოძიების დაწყებამდე სწორედ ეს უნდა გაირკვეს.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ კანონის მიხედვით, ისჯება, როგორც ასეთი ჩანაწერის მოპოვება, ისე გავრცელება.
„არ უნდა დავსვათ კითხვა?-რომ კოდექსში რატომ გავამკაცრეთ პირადი კომუნიკაციების მუხლი და სასჯელი რატომ გავზარდეთ იმისთვის,რომ ნებისმიერი მოქალაქე იყოს დაცული იმისგან, რომ არ მოხდეს მის სივრცეში უკანონო ჩარევა?
პირველი კითხვა თუ არ დასვი, არის თუ არა კანონი დაცული, სასამართლოს კონტროლის გარეშე ასეთი ჩანაწერის გაკეთება არის კანონდასჯადი, გავრცელებაც არის დასჯადი.
ნებისმიერი მოქალაქის უფლება უნდა იყოს დაცული, ეს კითხვა უნდა დასვა და მერე უნდა ჩაატარო გამოძიება.
რა გინდათ, დავამკვიდროთ,რომ ნებისმიერ პიროვნებაზე შეგიძლია მოიტანო ჩანაწერი, გამოდოთ სურათი და ამაზე აკეთო დასკვნები? ჩაიხედეთ კოდექსში, სადაც წერია,რომ პირადი კომუნიკაციის წესის დარღვევა ჩანაწერის მოპოვება - გავრცელება ისჯება კანონით“-განაცხადა ბესელიამ ბიუროს სხდომაზე.
მისივე შეფასებით, ის რაც „ომეგა ჯგუფთან“ მიმართებაში ხდება არის პოლიტიკური სცენარი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


