კომენტარი
არჩილ თალაკვაძე გიორგი მარგველაშვილზე: დედამიწა, პოლიტიკა და ეკონომიკა ნამდვილად არ ტრიალებს მის გარშემო
შესაძლოა, არის პრეზიდენტის კაბინეტში გლობუსი, რომელიც მართლაც მის გარშემო ტრიალებს, მაგრამ დედამიწა, პოლიტიკა და ეკონომიკა ნამდვილად არ ტრიალებს მის გარშემო, - განუცხადა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს და აღნიშნულით გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილის განცხადებას საპრეზიდენტო არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.
თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტს ასეთი განცხადება სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი კანდიდატურა წამოსწიოს.
„საპრეზიდენტო არჩევნებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ გუნდში არის არაერთი ადამიანი, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში შეუძლიათ გამარჯვება და ჩვენ არჩევნებთან დაკავშირებით ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში პოზიციას გავაჟღერებთ.
მე მგონი, რეალურად მარგველაშვილი არის საარჩევნო სტრესში და ფიქრობს ბევრს, მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, ამიტომ გვაჩქარებს თავის გეგმის მიხედვით. ჩვენ დიდი ხნის წინ ვთქვით ვადები და გეგმა, რომელსაც არ შევცვლით მარგველაშვილის განცხადებების შედეგად. არჩევნები ჩატარდება კანონმდებლობის შესაბამისად და ყველაზე ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არ გაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ის კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს, „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ კითხვას უპასუხებს უარყოფითად, მაშინ ქართული ოცნება სუსტ კანდიდატს დაასახელებს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


