კომენტარი
არჩილ გამზარდია თამარ ჩუგოშვილს: გამოდის, პარლამენტის ვიცესპიკერი ბიძინა ივანიშვილს ადებთ ხელს?
ანალიტიკოსი, ტელეკომპანია ,,იბერიას“ ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის დღევანდელ განცხადებას ფეისბუქის პირად გევრდზე ეხმიანება.
,,პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, როგორც ვიციო, ჩანაწერი 5 წლის წინანდელიაო.
ქალბატონო თამარ:
1. იცით თუ არა, რომ 5 წლის წინ იბერია არ არსებობდა? მით უმეტეს "წვერიანი კაცები" იბერიაში?
2. იცით თუ არა, რომ 5 წლის წინ ომეგას არანაირი დავალიანება არ ჰქონდა და გამოდის, ყველანაირი დავალიანების გარეშე "ახევდით" "ქართული ოცნება" ბიზნესს მფლობელებს?
3. იცით თუ არა, რომ 5 წლის წინ ლევან ყიფიანი მოქმედი მინისტრი იყო? - ანუ გამოდის, კორუფციასა და კრიმინალში "ქართული ოცნების" მოქმედი ჩინოვნიკები ხართ პირდაპირ ჩართულები?
4. იცით თუ არა, რომ 5 წლის წინ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყო? - გამოდის, პარლამენტის ვიცესპიკერი ბიძინა ივანიშვილს ადებთ ხელს?
კიდევ...
ქალბატონო ვიცესპიკერო, საინტერესოა, რა ფარული კავშირები გაგაჩნიათ რომ "როგორც იცით" - ფარულ ინფორმაციას გაწვდიან? იქნებ, დაასახელოთ ეს არაოფიციალური პირები და თქვენი ფარული კავშირები?
და ბოლოს...
ქალბატონო ვიცესპიკერო, ძალიან კი გვაცინებთ ვითომ სერიოზული პოზით ენით აუწერელ სისულელეებს რომ ამბობთ, მაგრამ ბოლომდე ნუ გაისაცოდავებთ თავს...
და...
თუ რამეში თავდაჯერებულები ხართ, მოდით და დამიდეთ არგუმენტები გადაცემაში და მესაუბრეთ, ვნახოთ, რა შეგიძლიათ, ან იქნებ მე გადამარწმუნოთ რამეში და მე თვითონ იქით შევუტევ არამართალ მხარეს“, - წერს არჩილ გამზარდია.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


