კომენტარი
არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრებისა და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია - ბადრი ჯაფარიძე
არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრებისა და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს, რუსთავის საპატიმროს დატოვების შემდეგ განუცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ამომრჩეველს მათ იმედი არ უნდა გაუწბილონ.
„პატივს ვცემ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ ყველაფერს, რასაც შეუძლია ქვეყნის ევროპული მომავალი მოიტანოს, ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაცია, ყველა ადამიანს აქვს უფლება ბოიკოტის, ამას ვერავინ ვერავის დაუშლის, მაგრამ ამავდროულად ის ასიათასობით ოპოზიციონერი ადამიანი, ამომრჩეველი, რომელიც მოვა ოპოზიციონერი 4 ოქტომბერს არჩევნებზე, მათ ჩვენ იმედი არ უნდა გავუწბილოთ. მათ უნდა ნახონ, რომ ევროპული პარტიები მზად არიან იბრძოლონ მათი ხმების დასაცავად“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებით პარტიის ის ამომრჩეველი უკმაყოფილოა, რომელმაც მათ კოალიციას საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ სწორედ მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილი ითხოვდა მათ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
„ჩვენი ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი მოითხოვდა ჩვენგან არჩევნებში მონაწილეობას. ძალიან დიდი ნაწილი. თქვენ, ალბათ, ეს ინფორმაცია არ გაქვთ. თუ გაქვთ, ამ კითხვას არ დამისვამდით“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ყაველაშვილმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას სურს არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


