კომენტარი
არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ - დავით უსუფაშვილი
„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ფულმა და ძალაუფლებამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თავისუფლება და თვითმმართველობა კი, დამარცხდა.
ამის შესახებ უსუფაშვილმა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდში ისაუბრა.
„ჩვენ მივიღეთ ფორმით არჩევითი, მაგრამ შინაარსით დანიშნული მერი. არადა არჩევნებს მაშინ აქვს აზრი, როდესაც მართლა თავისუფალი გზით ხდება თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების გამოვლენა.
2020 წლისთვის „შენების მოძრაობაც“ და ბევრი სხვა პოლიტიკური ძალაც გაცილებით უკეთ იქნება მომზადებული იმ პრობლემებთან გასამკლავებლად, რაც ამ არჩევნებზე ვნახეთ და ქვეყანა საბოლოოდ წინ წავა. უბრალოდ, ჩვენ ვკარგავთ ბევრ დროს, ბევრ რესურსს, რაც მთავარია ვკარგავთ მოსახლეობის იმედსა და ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი.
თავად „შენების მოძრაობისთვის” ეს იყო პირველი პოლიტიკური აქტიური ნაბიჯები, ჩვენი შედეგები დამაკმაყოფილებელია. ჩვენ 17 მუნიციპალიტეტში ვმონაწილეობდით და აქედან 8-ში მოვიპოვეთ წარმატება და გვეყოლება საკრებულოს წევრები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


