უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 ოქტომბერი, 2018 13:10
font-size

არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი სამდღიანი წინასაარჩევნო მანიფესტაცია კანონის ფარგლებში წარიმართება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არსებობს და თუ აღნიშნული აქციების ფარგლებში, გზის გადაკეტვა იქნება საჭირო, ამას შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.

„25 სექტემბერს, დედაქალაქის მერიაში შემოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წერილი, რომ 19, 20, 21 ოქტომბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე წინასაარჩევნო მსვლელობა იგეგმება. მანიფესტაციის მონაწილეთა სავარუდო რაოდენობად მითითებული აქვთ 100 000 ადამიანი. აღნიშნული შეკრება მონაწილეთა სიმრავლის გამო, ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო სავალი ნაწილის შეფერხებას გამოიწვევს. ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ, რომ თუ გზის გადაკეტვა გახდება საჭირო, გადაიკეტოს. თუ ამისი საჭიროება არ იქნება, შესაბამისი სამსახურები, ასევე, კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მანიფესტაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლოდროინდელ მცდელობას უკავშირდება, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია დაიძაბოს.

„ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე თვეა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული ტელევიზია ცდილობს, რომელიმე თემით მაინც შეძლოს სიტუაციის დაძაბვა და წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზაცია. არ ვსაუბრობ კონკრეტულ ფაქტებზე, რაც რეგიონებში ხდება, კამპანიის დროს მივარდნებსა და მცდელობებზე, რომ შეხვედრები ჩაიშალოს. ისინი თავიანთი პროპაგანდით ცდილობენ, ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანონ და სხვადასხვა თემებს იგონებენ. ჯერ დაიწყეს გამოსვლებით, რაც ჩაუვარდათ. შემდეგ, ახალი თემა შემოიტანეს „ომეგასთან“ დაკავშირებით, რომ თითქოს, ხელისუფლება ამ კონკრეტულ კომპანიას ტელევიზიას ართმევდა. ეს სასაცილოა, რადგან „ომეგა“ თავის მფლობელს არ უნდა და მთავრობას საერთოდ რაში სჭირდება?!

შემდეგ ააგორეს ის თემა, თითქოს, ხელისუფლება ბიზნესს ართმევდა ამ კონკრეტულ ბიზნესმენს. ბიძინა ივანიშვილმა ის სახლში მიიწვია, ეჭვობდა, რომ საუბარს იწერდა და ოთხი მილიონის გამორთმევა თვალით ანიშნაო. მე ივანიშვილის ადვოკატი ვერ ვიქნები, თუმცა ადამიანს, ჩვენს ქვეყანაში სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს გაკეთებული და ეს აუდიტორულად დადასტურებულია. საზოგადოებამ და ქვეყნის მოსახლეობამ ეს ყველაფერი იცის. შემდეგ, შემოიტანეს სუბელიანის თემა და მოსახლეობას მიჭრილ-მოჭრილი ჩანაწერები აჩვენეს. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ქვეყანაში რეალური სიტუაცია „მოდელირებული ქრონიკების“ გზით შეცვალონ, რაშიც კარგი გამოცდილება აქვთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის შესაძლებლობა არავის მიეცემა.

„კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს. ვინც რაიმე უკანონო ნაბიჯს გადადგამს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ეს კონკრეტული მანიფესტაცია მათთვის კულმინაციაა, რომ ქვეყანაში სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბონ. მოდელირებული და შეთითხნილი ჩანაწერებით არეულობის მოწყობა ვერ შეძლეს, ახლა კი, ამ აქციით ცდილობენ. ეს, რა თქმა უნდა, მერიის კომპეტენციას ცდება და დეტალებში არ შევალ. იმედია, შესაბამისი სამსახურები ამის შესახებ მომდევნო დღეებში სიღრმისეულად ისაუბრებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი