კომენტარი
არავის ესმის, რატომ ფერხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა - იან კელი
არავის ესმის, რატომ ფერხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.
მისი თქმით, ამ საკითხს ორი მიმართულება აქვს, ჰუმანიტარული და პოლიტიკური.
აშშ-ს ელჩის განცხადებით, აუცილებელია, ჩატარდეს გამოძიება და შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგეს.
„პირველი ესაა ჰუმანიტარული საკითხი. ნამდვილად შემაძრწუნებელია ის ფაქტი, რომ ოჯახმა ცხედარი ვერ მიიღო, მათ ცხედარი არ დაუბრუნეს და ვერ მოახერხეს დაკრძალვა ისე, როგორც წესი და რიგია. არ მესმის და არც არავის ესმის, რატომ ხდება შეფერხება ცხედრის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
მეორე კი, ეს არის პოლიტიკური საკითხი. აუცილებელია, ჩატარდეს გამოძიება იმ გარემოებებისა, რასაც ადგილი ჰქონდა, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით არსებობდეს ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ანალოგიური იყო ოთხოზირიას მკვლელობის ფაქტზე, როცა არ დამდგარა პასუხისმგებლობა. საერთაშორისო საზოგადოებისა და ყველას ყურადღება მიპყრობილია აქეთკენ და პაუხისმგებლობა უნდა არსებობდეს“, – განაცხადა იან კელიმ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


