კომენტარი
არავის არ გამოუვა შეთქმულების თეორიებით, სკანდალებით და ჭორაობით ვალდებულებებს თავი აარიდონ - გიორგი გახარია
ანაკლიის პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების და ეკონომიკის კონტექსტში - აცხადებს შს მინისტრი და ამბობს, რომ ის მზად არის მამუკა ხაზარაძის განცხადებებისა და ზოგადად TBC ბანკის შესახებ მასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
"მე ახლა ჩემ აზრს გამოვთქვამ, ვიღაცას შეიძლება მოეწონოს, ვიღაცას არ მოეწონოს - კითხვები უამრავია დაგროვილი, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. მინდა ვთქვა, რომ ყველა ფორმატში როგორც პროკურატურა იქნება, პარლამენტი იქნება - როგორც ყოველთვის, მზად ვარ ღიად ვისაუბრო ობიექტურ გარემოებებზე და იმ შეფასებებზე რომელიც მე მაქვს.
ახლა რაც შეეხება იმ კითხვას, რომელიც აქ რომ მოვედი უკვე ბევრჯერ დამისვეს. პირველი, რამდენიმე ჩემთვის პირადად კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტს, გახლავთ ის რომ, სამწუხაროდ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული ჩვეულებრივი ჭორაობის და ტყუილებისთვის. მეორე - ამას რა თქმა უნდა თავისი მიზანი ჰქონდა. ნათელია, რომ ამისი მიზანი იყო, შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების გადატანა რაღაც სკანდალებზე, სამწუხაროდ ეს გამოვიდა.
ყველაზე მთავარი - მესამე, მე როგორც ვიცეპრემიერს და ყოფილი ეკონომიკის მინისტრს ძალიან კარგად მესმის ამ ქვეყნისთვის და ამ სახელმწიფოს მომავლისთვის, ეკონომიკისთვის რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი.
დღეს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, ასევე ძალიან კარგად მესმის რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი, საერთოდ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი. და ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც ეკონომიკაზე ისე უსაფრთხოებაზე, ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, რომ სკანდალებით, რაღაც შეთქმულების თეორიებით ცდილობენ თავიანთი ვალდებულებებს თავი აარიდონ და დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ანაკლიის პორტი - ეს არის ამ ქვეყნის მომავალი და უსაფრთხოების და ეკონომიკის კონტექსტში, არავის არ გამოუვა, არც ერთ შემთხვევაში, რომ შეთქმულების თეორიებით, სკანდალებით და ჭორაობით ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვთ წლების წინ, თავი აარიდონ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


