კომენტარი
არავინ დააკლო ხელი იმას, რომ მართლაც ნორმალურად განხილულიყო რუსთავი 2-ის საქმე რომელიმე ინსტანციაში - კობა ნარჩემაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კობა ნარჩემაშვილი რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის მიღების საკითხს გამოეხმაურა.
ნარჩემაშვილის შეფასებით, რუსთავი 2-ის საქმის განხილვას ხელს უშლიდნენ და უშლიან ყველა ინსტანციის სასამართლოში.
,,ადამიანებს უნდათ, რომ მთელი საზოგადოება დააბრმავონ, დააყრუონ და თავის თავი გამოიყვანონ ყველაზე ჭკვიანებად.
არავინ დააკლო ხელი იმას, რომ მართლაც ნორმალურად განხილულიყო ეს საქმე რომელიმე ინსტანციაში.
ორ კონსტიტუციით დაცულ სიკეთეზე მიდის საუბარი; ერთი არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მეორე არის საკუთრების უფლება. ჩემთვის ამ ორ ღირებულებას შორის მიდის დავა. მაქვს უფრო ღრმა შეფასებები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ გავაკეთებ, იმის გამო, რომ ჯერ კიდევ სასამართლო პროცესია წინ’’, - განუცხადა ჟურნალისტებს კობა ნარჩემაშვილმა.
ცნობისათვის: ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მეორე ინსტანციის სასამართლოში ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


