კომენტარი
არასწორია შიში, რომ შესაძლოა გაერთიანდნენ სკოლები ან ოპტიმიზაცია მოხდეს - ალექსანდრე ჯეჯელავა
არც ერთი სკოლაში ოპტიმიზაცია და გაერთიანება არ იგეგმება,- განაცხადა განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ 162-ე სკოლაში სასწავლო პროცესის ჩაშლის კომენტირებისას.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების სამინისტროს მთავარი მიზანია, სკოლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ.
"ჩვენ ბევრი შეხვედრა გვქონდა პედაგოგებთან. იყო დეტალური საუბარი ამ მემორანდუმთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, რომ სკოლებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და სიახლეები. რაც შეეხება შიშებს, რომ შესაძლოა, გაერთიანდნენ სკოლები ან ოპტიმიზაცია მოხდეს, ეს არასწორი შიშებია. მესმის, რომ შესაძლოა, წინა წლების გავლენის შედეგად აქვთ ეს შიშები, მაგრამ მსგავსი არაფერი იგეგმება. უფრო მეტიც - ამ პროცესში კერძო სკოლებსაც ჩავრთავთ",- განცხადა ჯეჯელავამ.
თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი ჩაიშალა.
სკოლის პედაგოგები სწავლის პროცესის ჩაშლის მიზეზად პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებულ მემორანდუმს ასახელებენ.
მათი განცხადებით, გუშინ, განათლების მინისტრისგან პირდაპირ ეთერში შეიტყვეს, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლა 162-ე სკოლის შენობაში გადმოდის.
ამასთან, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებულ სკოლებთან თანამშრომლობა სწავლის ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების გაძლიერებისა და მათ შორის პარტნიორობის ხელშეწყობის მიზნით, ახალ პროექტს იწყებს.
უწყების ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს სკოლებს შორის ფართო ფორმატის კომპლექსურ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს, როგორც ინფრასტრუქტურული რესურსით ერთობლივი სარგებლობის უფლებას, ისე, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში მხარდაჭერას, პედაგოგების გაცვლით პროგრამებში ჩართვას, საგანმანათლებლო რესურსების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობას.
პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი თბილისის 1 ექსპერიმენტულ სკოლასა და 162-ე საჯარო სკოლას შორის გაფორმდა.
ემორანდუმის ფარგლებში, პირველი ექსპერიმენტული სკოლა გაუზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას 162-ე საჯარო სკოლას, მიაწოდებს ინფორმაციას პირველი ექსპერიმენტული სკოლის პროგრამების თაობაზე და ხელს შეუწყობს 162-ე საჯარო სკოლას მსგავსი პროგრამების დანერგვაში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


