მსოფლიო
არასრულწლოვანს არავინ არ დახვედრია - უკრაინის სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ოლეგ სლობოდიანმა უპასუხა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის ბრალდებებს, რომ მისი 11 წლის შვილი ნიკოლოზი და მისი თანმხლები დაცვის სამსახურის თანამშრომელი ბორისპოლის აეროპორტში უმიზეზოდ დააკავეს.
სლობოდიანის განმარტებით, ნიკოლოზ სააკაშვილს არავინ არ დახვედრია აეროპორტში, რის გამოც დააყოვნეს აეროპორტში. არასრულწლოვნის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტი მაშინ გააფორმეს, როცა მის წასაყვანად მიხეილ სააკაშვილი მივიდა.
„ნამდვილად, 10 ნოემბერს, 18:30-ზე ბორისპოლის აეროპორტში თბილისის რეისით ჩამოვიდა არასრულწლოვანი მოქალაქე - უკრაინის არარეზიდენტი პირი, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის შვილი. სამწუხაროდ, ბავშვს არავინ არ დახვედრია ახლო ნათესავებიდან ან სხვა უფლებამოსილი პირებიდან. მას შემდეგ, რაც აეროპორტში მივიდა აღნიშნული მოქალაქის მამა (დაახლოებით 20 საათზე), მესაზღვრეებმა გააფორმეს არასრულწლოვნის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტი, როცა დარწმუნდნენ, რომ შვილი მამას შეხვდა“, - დაწერა სლობოდიანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
რაც შეეხება დაცვის თანამშრომელს, რომელიც ნიკოლოზ სააკაშვილს ახლდა, სლობოდიანს არ დაუზუსტებია, რატომ არ შეუშვეს ის უკრაინაში.
შეგახსენებთ, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვედრზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ მისი 11 წლის ვაჟი და მისი თანმხლები პირი ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს. ოდესის ექს-გუბერნატორმა დაწერა, რომ ისინი ახსნა-განმარტების გარეშე 2 საათი გაატარეს ცალკე ოთახში მიუხედავად იმისა, რომ საბუთები წესრიგში ჰქონდათ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


