კომენტარი
არასერიოზული და არაპროფესიონალურია, როდესაც საია-ს ცალკეული წარმომადგენელი დაკავებულია ნათესაური კავშირების დადგენით - თამარ ჟვანია
არასერიოზული და არაპროფესიონალურია, როდესაც საია-ს ცალკეული წარმომადგენელი დაკავებულია ნათესაური კავშირების დადგენით, ნაცვლად იმისა, რომ დააკვირდნენ ამ ადამიანების საარჩევნო საქმიანობას, - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საია-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი ფუნქცია უნდა იყოს საარჩევნო საქმიანობის მონიტორინგი და არა ნათესაური კავშირების დადგენა.
„საარჩევნო ადმინისტრაცია ირჩევს ადამიანებს პროფესიული ნიშნით. ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობდნენ, აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და ჩვენ არ ვართ დაკავებული ნათესაური კავშირების დადგენით,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცნობისთვის, საია-ს ინფორმაციით, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მონიტორინგის ფარგლებში, ცესკო-ს მიერ მიერ შერჩეული 73 დროებითი წევრიდან 5 შემთხვევაში გამოიკვეთა შერჩეული პირების „ქართული ოცნების“ აქტივისტობა/მხარდაჭერა, ხოლო 6 შემთხვევაში არჩეული პირების ცესკო-სა და სუს-ის მაღალი თანამდებობის პირებთან ოჯახის წევრობა/ნათესაური/მეგობრული კავშირები.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


