კომენტარი
არაპროფესიონალებისგან რომ ყოფილიყო მერიის გუნდი დაკომპლექტებული, მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა - დავით ნარმანია
თბილისის მერიაში ჩვენ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს, - ასე გამოხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, თბილისის მერიაში ნეპოტიზმი და კორუფციაა, ასევე არაპროფესიონალები არიან დასაქმებული.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, არაპროფესიონალი ადამიანებისგან რომ ყოფილიყო მერიის გუნდი დაკომპლექტებული, მოცულობითი და მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას ვერ შეძლებდნენ.
„გავეცანი კვლევის იმ ნაწილს, რომელიც თბილისის მერიას ეხებოდა. სხვა ნაწილის გაცნობის საშუალება, სამწუხაროდ, არ მომეცა. კატეგორიულად ვერ დავეთანხმები იმას, რომ მერიაში არაპროფესიონალები მუშაობენ. ჩვენ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს. ამან მოგვცა საშუალება, რომ ქალაქში გვყოლოდა ახალი ავტობუსები, გვეშენებინა ახალი გზები, გაგვეკეთებინა ახალი საბავშვო ბაღები, ძალიან წარმატებულად გვემართა ახალი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები, გაგვეკეთებინა ყველა ის საქმე, რომლითაც ძალიან დიდი სიკეთე მიიღო ჩვენმა თანამოქალაქეებმა. სხვა შემთხვევაში, ამას უბრალოდ ვერ შევძლებდით. არაპროფესიონალი ადამიანებისგან რომ ყოფილიყო მერიის გუნდი დაკომპლექტებული, ასეთი მოცულობითი და მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა ნარმანიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


