კომენტარი
არანაირი პრემიების გაცემას მთავრობაში, მით უმეტეს უმაღლეს დონეზე, ადგილი არ ჰქონია - ვიქტორ დოლიძე
პრემიების გაცემას მთავრობაში, მით უმეტეს უმაღლეს დონეზე, ადგილი არ ჰქონია, - ასე პასუხობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2016 წელს საქართველოს მთავარ პროკურატურაში პრემიებსა და დანამატებზე კოლოსალური თანხები დაიხარჯა.
„მე არ ვიცი რა მონაცემებს მეუბნებით. თუმცა, რაც შეეხება პრემიებს და დანამატებს, მინდა გითხრათ, რომ ამ მთავრობამ მუშაობის დაწყების დღიდან 10 %-ით შემოვიჭირეთ ქამრები. არანაირი პრემიების გაცემას მთავრობაში, მით უმეტეს უმაღლეს დონეზე, ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, ტარდება საჯარო სამსახურის შესახებ რეფორმა. ივლისში უკვე დავიწყეთ ევროკავშირთან აღებული ვალდებულების შესრულება. ეს არ არის იოლი, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ პრემიებისა და სახელფასო განაკვეთების საკითხი მოგვარდება და დარწმუნებული ვარ, ამგვარი კითხვები აღარ დაისმება“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


