მსოფლიო
არაფერს ვიტყვი მიხო სააკაშვილზე, რომელსაც პირადი მიზნები და მოტივები ამოძრავებს - ვლადიმირ გროისმანი
უკრაინის საზღვრის ძალისმიერი „გარღვევა“ ეს არა მარტო კანონის დარღვევაა, არამედ სახელმწიფიოებრიობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი თავდასხმა.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა Facebook-ის პირად გვერდზე, 10 სექტემბრეს „შეგინის“ გამშვებ პუნქტთან მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ საზღვრის „გარღვევით“ უკრაინაში შეღწევის ფაქტის შეფასებისას დაწერა.
„უკრაინის საზღვრის ძალისმიერი გარღვევა - დანაშაულია, და ისინი ვინც მონაწილეობდა ამ გარღვევაში პასუხს აგებენ. განსაკუთრებულად მკაცრი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ იმათ, ვინც თავს აძლევდა უფლებას დაემცირებინა, ან ხელი აეწია იმ ბიჭებზე, რომლებიც ჩვენც სახელმწიფოს და მის საზღვრებს იცავს.
„შეგინში“ მომხდარი - არა მხოლოდ კანონის დარღვევაა.
ჩემი აზრით, ეს რიგი პოლიტიკოსების მხრიდან უკრაინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი თავდასხმაა. არაფერს ვიტყვი მიხო სააკაშვილზე, რომელსაც პირადი მიზნები და მოტივები ამოძრავებს. ვსაუბრობ, იმ პოპულისტ-პოლიტიკოსებზე, ვინც მოქმედებს პრინციპით „რაც უფრო უარესია - მით უკეთესია“,-დაწერა გროისმანმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


