უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

24 დეკემბერი, 2025 17:14
font-size

არაერთხელ გამიფრთხილებია თანამშრომლები, რომ არცერთი გადაცდომა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე - კახა კალაძე

მე არ მყავს ჩემი კადრები და როცა ვინმეს რაიმე თანამდებობაზე ვნიშნავ, მათი საქმიანობის და პროფესიონალიზმის შეფასების მიხედვით ვმოქმედებ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, კახა გვანცელაძისთვის ბრალის წარდგენის ფაქტზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მისი მხრიდან მუდმივად ხდება თანამშრომლების გაფრთხილება, რომ მათი მხრიდან ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ექნება შესაბამისი რეაგირება.

„ზოგადად, ბევრი კითხვა დაგროვდა და ბევრი საკითხი ამოტივტივდა. დაველოდოთ, გამოძიება როგორ წარიმართება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა. კი, სააგენტო ჩვენს დაქვემდებარებაშია, კახა გვანცელაძე ამ თანამდებობაზე ჩემი დანიშნული იყო და ასე ძალიან ბევრი თანამშრომელია ჩემი დანიშნული. მე გახლავართ დედაქალაქის მერი, 30 000-მდე თანამშრომელი გვყავს უწყებაში. როგორ ფიქრობთ, ყველას გადაცდომაზე მე ვარ პასუხისმგებელი? მე რომ საქმის კურსში ვყოფილიყავი, ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვებოდა. გარდა ამისა, მე არაერთხელ გამიფრთხილებია თანამშრომლები, მათ შორის მთავრობის სხდომებზე მაქვს გაკეთებული განცხადებები, რომ არცერთი გადაცდომა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე. რას ნიშნავს კახა გვანცელაძე ჩემი კადრი იყო? მე არ მყავს ჩემი კადრები და როცა ვინმეს რაიმე თანამდებობაზე ვნიშნავ, მათი საქმიანობის და პროფესიონალიზმის შეფასების მიხედვით ვმოქმედებ. სხვათა შორის, 2017 წელს დედაქალაქის მერიაში რომ მოვედი, კახა გვანცელაძე უკვე მუშაობდა ჩვენს უწყებაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე, თბილისის მერიის აუდიტის სამსახურს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ბაღების სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტენდერებზე და შესაძლო დარღვევებზე, დედაქალაქის მერის თქმით, არც მერს, არც მერის მოადგილეს არ აქვს უფლებამოსილება, რომ თავის უწყებაში საგამოძიებო სამუშაოები აწარმოოს.

„ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები. რა თქმა უნდა, გვყავს აუდიტის სამსახური. მათ რომ დანაშაული გამოევლინათ, ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მიეცემოდა. ჩვენ ვიცით, რომ ტენდერები სწორად ტარდებოდა და არც კითხვის ნიშნები ყოფილა. ამის უკან რაიმე თუ იმალება, ამას უკვე შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაადგენს. იქამდე კი, ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, წინასწარ განცხადებას ნუ გავაკეთებთ და დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხსაც ის აგებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი გუშინ დააკავა. ლილუაშვილს ბრალი რამდენიმე ეპიზოდზე წარედგინა. ამასთან, ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით, პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორ კახა გვანცელაძეს, რომელიც მეწარმე სუბიექტებისგან ე.წ. ატკატებს იღებდა.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი