კომენტარი
არ ვიცი რატომ მახსენა, ვინმემ დაავალა, თქვენი სურვილი იყო - ეკა ბესელია მირზა სუბელიანზე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ვერ გაიგო, რატომ ახსენა მირზა სუბელიანმა მისი სახელი და გვარი უდოს კომისიასთან მიმართებაში.
ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ სუბელიანს ეს დავალება ვინმესგან მიეღო.
უმრავლესობის წევრის თქმით, სუბელიანის ნათქვამი ფრაზა გაუგებარია, თუმცა წინააღმდეგი არ არის, რომ სუბელიანმა ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით ისაუბროს.
„რას ამბობს ჩემს ნაწილთან დაკავშირებით? რას ამბობს, რას? მე ვერ გავიგე, რას ახსენებს!.. მე არ ვიცი რას გულისხმობდა, ჩემთვის გაუგებარი კონტექსტია. არ ვიცნობ ამ ადამიანს, არ მინახავს ეკრანის გარდა. ვერ გავიგე საერთოდ რა არის, ვინმემ დაავალა და ამიტომ ახსენა, თქვენი სურვილი იყო და იმიტომ ახსენა, მან რატომ ახსენა არ ვიცი, ამიტომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თავად აძლევთ კონტექსტს და აკეთებთ ამის ინტერპრეტაციას, ისე როგორც გვარამიას ესიზმრება, მე სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე კონტექსტი, მაგრამ რომ არ დარჩეს ბუნდოვანი, ამიტომაც ეს კითხვაც დაისვას, და საერთოდ, რასაც ამბობს ყველაფერი გაირკვეს,“ - ამბობს ბესელია ჟურნალისტებთან საუბარში.
საუბარია 14 ოქტომბერს, გლდანის ციხიდან გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ, მოზარდების მკვლელობის საქმის ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი ფიგურირებს.
სუბელიანი ჩანაწერში სხვადასხვა გახმაურებული საქმეების გამოძიების ფარგლებში მოწმეებზე ზეწოლაზე, დაშინებაზე და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


