კომენტარი
არ ვისურვებდი, რომ საქართველოში წარმოებულ პირბადეს ქართული პირბადე ერქვას - ნატო ჩხეიძე
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს კანონპროექტიც არის რაღაცნაირად კოჭლი კანონპროექტი. ჩვენ ქართულ პირბადეს უფრო ჰგავს, თუმცა მე არ ვისურვებდი, რომ მას ქართული პირბადე ერქვას, რადგან ეს გარკვეულად აკნინებს ქართული პროდუქციის იმიჯს. ალბათ, უფრო სწორი იქნება, რომ თურნავას პირბადე დაერქვას, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს.
დეპუტატმა განსახილველი კანონპროექტის შეფასებისას აღნიშნა, რომ ის არც „თურნავას პირბადეს“ გაიკეთებს და არც კანონპროექტს დაუჭერს მხარს.
„იმდენი შენიშვნა იყო გამოთქმული ამ კანონპროექტის მიმართ, მე პირადად უფლებას ვიტოვებ, ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ყველა შენიშვნა იქნება გათვალისწინებული. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს კანონპროექტიც არის რაღაცნაირად კოჭლი კანონპროექტი. ჩვენ ქართულ პირბადეს უფრო ჰგავს, თუმცა მე არ ვისურვებდი, რომ მას ქართული პირბადე ერქვას, რადგან ეს გარკვეულად აკნინებს ქართული პროდუქციის იმიჯს.
ალბათ, უფრო სწორი იქნება, რომ თურნავას პირბადე დაერქვას, მით უფრო რომ ამაყობს ქალბატონი მინისტრი ამ პირბადით, რომელსაც სამწუხაროდ, გვირისტიც კი არ აქვს ისე გაკეთებული, რომ დოლბანდის ძაფების არ იყოს გამოძენძილი იქიდან. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ესეც, მიუხედავად იმისა, რომ სათაური აქვს ენერგოეფექტურობის შესახებ, ეფექტური კანონი ვერ იქნება და ამდენად, მე თავს შევიკავებ თურნავას პირბადის გაკეთებსიგანაც და ამ კანონპროექტზე თანხმობის მიცემისგანაც“, -აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


