კომენტარი
არ ვაპირებთ, ასე მშვიდად დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს თბილისელების ქონება ერთ ლარად - ირაკლი ნადირაძე
თბილისის საკრებულოსთან საპატრულო პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის ასობით თანამშრომელია მობილიზებული.
აღნიშნული დღევანდელ სხდომას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც კენჭი უნდა უყარონ ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიისთვის მიწის ორი ფართობის გადაცემის საკითხს.
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია არ აპირებს ივანიშვილს ერთ ლარად დაუთმოს თბილისელების ქონება.
"ჩვენ დღეს ვხედავთ “ქართული ოცნების“ მორიგ სირცხვილს, როდესაც “ოცნების“ უმრავლესობა საკრებულოში ცდილობს ხალხისგან თავი დაიცვას იმ უპრეცენდენტო რაოდენობა პოლიციელებით, სუს-ის თანამშრომლებით და ზონდერებით. ეს ხდება კანონის უხეში დარღვევით, რადგან საკრებულოს შენობა არის საჯარო სივრცე, აქ უნდა ხდებოდეს თბილისელებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება და მათ არ უნდა სჭირდებოდეთ ასე ხალხისგან თავის დაცვა.
ის, რომ დღეს საკრებულოში არ უშვებენ რიგით მოქალაქეებს, არ უშვებენ დეპუტატებს, ეს არის კანონის უხეში დარღვევა, რაზეც ადრე თუ გვიან ამ ადამიანებს მოუწევთ პასუხისგება.
ჩვენ დღეს არ ვაპირებთ, ასე მშვიდად დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს თბილისელების ქონება ერთ ლარად. ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით 14:00 საათზე აქციაზე და გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ ხალხთან ერთად", - განაცხადა ნადირაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


