კომენტარი
არ უნდა წავიდეთ რუსეთში, თუ ვიყოთ ისე, როგორც 24 წელია ვართ?! - ადა მარშანია
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ადა მარშანიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გასააზრებელი აქვს ახალი პოლიტიკა, ასევე, მისი თქმით, საკითხისადმი მიდგომებია შესაცვლელი.
ამის შესახებ მარშანიამ ჟურნალისტებს გმირთა მოედანზე განუცხადა, სადაც აფხაზეთში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
კითხვაზე, არის თუ არა გამართლებული „პატრიოტთა ალიანსის“ ჩასვლა რუსეთში და რუს დეპუტატებთან მოლაპარაკებების გამართვა, პოლიტიკოსი პასუხობს, რომ „გამართლებულია ყველანაირი მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას“.
„საუბედუროდ, 27 სექტემბერი არის უდიდესი ტრაგედიის დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ეს ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის გრძელდება დღემდე. სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. პირიქით, ამ წლების განმავლობაში ჩვენ მხოლოდ რეგრესი გვაქვს. უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე და გავიაზროთ, რომ მიდგომებია შესაცვლელი და გასააზრებელია ახალი პოლიტიკა. ჩვენ კატეგორიულად მიგვაჩნია, რომ ვიზიტი როგორც მოსკოვში, ასევე ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში, ასევე ტოკიოში, რათა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს, არის აუცილებელი და აქ არაფერი უჩვეულო არ არის. რუსეთი ამ კონფლიქტში მონაწილეობდა ყველანაირად. დიახ,ეს ასეა და ეს ყველაფერი ჩვენ თავზე გვაქვს გადატანილი. ჩვენი სახლები დაიწვა, მოგვიკლეს ნათესავები და ამავდროულად, არავითარი ძვრა არ არის, რომ რაღაც გამოვიდეს. არ უნდა წავიდეთ რუსეთში? თუ, ვიყოთ ისე, როგორც 24 წელია ვართ. არაფერი იცვლება და ამას ახალი ტრაგედიები ემატება“,-განმარტა ადა მარშანიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


