კომენტარი
არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ კვერცხის მწარმოებლებმა თადარიგი იანვარში დაიჭირეს, როდესაც ჯერ გააძვირეს პროდუქტი, ახლა კი მის ფასს ამცირებენ - გიორგი ხიშტოვანი
ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ მწარმოებლების გადაწყვეტილება კვერცხის ფასის შემცირებაზე საყურადღებოა, რადგან როცა ყველა მწარმოებელი ერთბაშად თანხმდება ფასის, ამ შემთხვევაში შემცირებაზე, ესეც კარტერული გარიგების ტიპის მოვლენააა.
გიორგი ხიშტოვანის თქმით, მართალია, მოხმარებლისთვის ფასების შემცირება კარგია, მაგრამ ასე მანუალურად მართვა ფასების ქვეყნის ეკონომიკას სიკეთემდე არ მიიყვანს.
ეკონომისტი იმასაც არ გამორიცხავს, რომ კვერცხის მწარმოებლებმა ფასებზე თადარიგი ჯერ კიდევ იანვარში დაიჭირეს, როდესაც ჯერ გააძვირეს პროდუქტი, ახლა კი მის ფასს ამცირებენ.
„მწარმოებლების გადაწყვეტილება საყურადღებოა იმ მხრივ, რომ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში არ უნდა გვქონდეს კარტელური გარიგებები, მაგრამ არ შეთანხმდნენ მწარმოებლები ფასზე და ამით არ დააზარალონ მომხმარებლები, ზუსტად ეს მოვლენაა კარტერული გარიგების ტიპის მოვლენა, როცა ყველა მწარმოებელი ერთბაშად თანხმდება ფასის, ამ შემთხვევაში შემცირებაზე, თავისთავად თუ ფასი მცირდება ეს არ არის ცუდი მოვლენა მომხმარებლისთვის, მაგრამ ამ ფორმით, ასე მანუალურად მართვა ფასების ქვეყნის ეკონომიკას სიკეთემდე არ მიიყვანს.
როგორც ჩანს კვერცხის ფასები გაზრდილა მნიშვნელოვნად, ამ პროდუქტზე და არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მწარმოებლებმა თადარიგი დაიჭირეს, ჯერ გაზარდეს ფასები იანვარში, ახლა, როგორც პასუხისმგებლიანი კორპორატიული აქტორები დათანხმდნენ ქართული ოცნების მთავრობის მოწოდებას დათანხმდნენ და ფასებს ამცირებდნენ. ასე არ უნდა იმუშავოს ეკონომიკამ, ფასების სტაბილურობაზე და იმაზე, რომ იყოს მსიაღები უნდა იზრუნოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს მთავრობამ, ამის ნაცვლად ვირებ პოპულისტურ ნაბიჯებს მწარმოებელბის მხრიდანდ ა ის ვერ იქნება მდგრადი, ის არის ერთჯერადი,“ - განაცხადა ხიშტოვანმა.
დღეს საქართველოს კვერცხის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიებმა - „სავანეთმა“, „დილამ“, „კოდამ“ და „კუმისმა“ პროდუქციის 5%-ით გაიაფების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
"აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება", - ნათქვამია კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, იანვრის თვეში საქართველოში კვერცხი 2-2,5 თეთრით გაძვირდა. მაშინ კვერცხსი მწარმოებლები ამბობდნენ, რომ „თუ წელს სხვა მნიშვნელოვანი გარემოება არ შეიქმნა, არსებული კვერცხის ფასი შენარჩუნდება მთელი წლის განმავლობაში.“
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


