კომენტარი
არ შეიძლება ქართული მართლმსაჯულება ჩავუგდოთ საეჭვო გზით არჩეულ საეჭვო ადამიანებს - გედევან ფოფხაძე
მიმაჩნია, რომ ეს ეკა ბესელიას ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებაა, - ამ განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.
ფოფხაძის თქმით, არ შეიძლება ქართული მართლმსაჯულება ჩაუვარდეთ საეჭვო გზით არჩეულ ადამიანებს.
„მიმაჩნია, რომ ეს ეკა ბესელიას ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებაა. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან. არ შეიძლება ქართული მართლმსაჯულება ჩავუგდოთ საეჭვო გზით არჩეულ საეჭვო ადამიანებს. პროცესი უნდა ყოფილიყო გაწერილი და პასუხისმგებლობის გრძნობით მოვპყრობოდით ამ საკითხს. არავითარ შემთხვევაში კომიტეტის სხდომა არ შეიძლებოდა ჩატარებულიყო ამ კვირაში და ეკა ბესელია იყო ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ მოსამართლეთა შერჩევის დაჩქარებული პროცედურა ვერ განხორციელებულიყო. ეს არის მაღალი მორალური სტანდარტით და ქვეყნის მომავალი ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ცნობისთვის, ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


