უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

23 მაისი, 2025 14:57
font-size

არ შეიძლება პასუხისგმებლიანმა პოლიტიკოსმა ფსევდოინეტელექტუალურ ნაკადს მოაყოლოს ასეთი საზიანო და სიცრუეზე დამყარებული ბოდვები - გიგა ბოკერია

გაუგებარია, რეჟიმის ოპონენტი იმავე შინაარსის ბოდვას რატომ უნდა ავრცელებდეს? აქვე დავძენ, რომ რეჟიმის მიმართ გვარამიას გულწრფელ ოპონენტობაში ეჭვი არ მეპარება და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია მისი ეს პოზიცია, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში წერს.

„ბატონი გვარამიას ვიდეო ვნახე, სადაც აფხაზთა კრების, ფედერალისტების და თავისუფლების ინსტიტუტის ერთობლივი კამპანიის "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" შესახებ საუბრობს.

მან სამი კრიტიკული შენიშვნა გამოთქვა ამ კამპანიასთან დაკავშირებით:

1. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ისტორიული “ტრავმების მუდმივად განახლების” საჭიროება.

2. მან ამ კონფლიქტის ეთნიკურობაზე გააკეთა აქცენტი და იკითხა, რას გვაძლევს იმის შეხსენება, “აფხაზები ქართველ ქალებს როგორ აუპატიურებდნენ”.

3. მან თქვა, რომ ყველაფერი სიმართლეა, რაც ჩვენს დოკუმენტურ მასალებშია, მაგრამ იქვე დასძინა, რომ აფხაზებსაც აქვთ ისტორიები ქართველების დანაშაულებზე და ამ ისტორიებს ისინი "სახელმძღვანელოებში ასწავლიან".

მიჭირს, იმის თქმა, რომელია ამ სამიდან უფრო აღმაშფოთებელი და საზიანო აბსურდი

1. ერთი წუთით მინდა წარმოიდგინოთ, ვინმემ რომ იკითხოს, რა საჭიროა ფაშიზმის ან კომუნიზმის დანაშაულების, ჰოლოკოსტის ან სტალინური რეპრესიების გახსენება, ეს ხომ "ძველი ტრავმების" გაღვიძებაა და რას გვაძლევს ესო?

რა თქმა უნდა, ჰოლოკოსტის ბოროტების მასშტაბი და ხარისხი კაცობრიობის ისტორიაში უპრეცენდენტოა და სტალინურ საბჭოთა რეპრესიებსაც რთულად თუ შეედრება რამე, მაგრამ ბატონი გვარამიას რიტორიკული კითხვის აბსურდულობის დემონსტრირებისთვის ორივე მაგალითი გამოდგება.

უფრო რელევანტური მაგალითიც რომ მოვიხმოთ, უკრაინელებმა ბუჩაზე საუბარი უნდა შეწყვიტონ, რადგან მომხდარიდან სამი წელია გასული და ამაზე უკვე არაერთგზის ითქვა?

ვინმემ შეიძლება მიპასუხოს, რომ უკრაინაში ომი კვლავ გრძელდება, მაგრამ, საქმეც მაგაშია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, რომელიც მაშინ დაიწყო, კვლავ გრძელდება და არ შემწყდარა.

დღემდე გრძელდება ქართველების წინააღმდეგ აპარტეიდული რეჟიმი გალში.

დღემდე გვიკლავენ საქართველოს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზთან.

დღემდე ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები.

დღემდე ასობით ათასი დევნილი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში და დღემდე საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებას ცდილობს რუსეთი.

ეს რაიმე ძველი ტრავმის გაღვიძება კი არ არის - მიმდინარე ტრავმა და აგრესიაა ქართველების წინააღმდეგ.

ამ დანაშაულთა შეფასება, პირველ რიგში, მსხვერპლის მიმართ პასუხისმგებლობის და მათი ხსოვნის პატივისცემის საკითხია, თუმცა ამასთან ერთად, თავისუფალი მომავლის მშენებლობისთვის არის აუცილებელი, რომ ამ ხარისხის ბოროტება ადეკვატურად შეფასდეს და საზოგადოებრივ მეხსიერებაში სათანადო ადგილი დაიკავოს.

და ეს აფხაზეთში ქართველების გენოციდთან მიმართებით ჩვენ აქამდეც ვერ შევძელით ადეკვატურად.

90-იანების ჯოჯოხეთსა და ქაოსში ეს ამბები ისე ჩაიპრესა, რომ დღეს, როგორც ამ ამბების თანამედროვე, ისე განსაკუთრებით ახალგაზრდა ქართველების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ამ ფილმის ყურებისას ლამის პირველად აღმოაჩინა რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულების მასშტაბი და მათი საზარელი ხასიათი.

ჩვენი კამპანიის ფარგლებში გაცოცხლებული ისტორიები და დამზადებული მასალები არათუ ზედმეტი, არამედ საკმარისიც კი არ არის ამ ისტორიული ჩავარდნის ამოსავსებად.

2. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი.

კარგად მესმის, რუსული პროპაგანდა და ივანიშვილის რეჟიმი რატომ ცდილობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის აგრესია ეთნიკურ კონფლიქტად წარმოაჩინონ, რატომ აკეთებენ აქცენტს ამ ომების ეთნიკურობაზე და შემდგომ, მოგვიწოდებენ ქართველებს, რომ აქეთ უნდა მოვიხადოთ ბოდიში და შერიგებას ვეცადოთ, რაშიც, თურმე რუსეთი, როგორც შუამავალი მხარე დაგვეხმარება.

მაგრამ გაუგებარია, რეჟიმის ოპონენტი იმავე შინაარსის ბოდვას რატომ უნდა ავრცელებდეს? აქვე დავძენ, რომ რეჟიმის მიმართ გვარამიას გულწრფელ ოპონენტობაში ეჭვი არ მეპარება და სწორედ ამიტომ, გასნაკუთრებით აღმაშფოთებელია მისი ეს პოზიცია.

დღეს, როდესაც შესაძლებლობა მოგვეცა, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არა ეთნიკური კონფლიქტი, არამედ რუსეთის აგრესია მოხდა, მაშინ, როცა ჩვენი კამპანიის ფარგლებში შეგროვებული უტყუარი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ რუსეთი არათუ ეხმარებოდა საქართველოს მტრებს, არამედ თავად დაგეგმა და განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია და გენოციდი და ამ აგრესიაში მონაწილეობდა რუსეთის ავიაცია, სამხედრო ფლოტი და რეგულარული არმია - რატომ უნდა გვინდოდეს ისევ ეთნიკურ კონფლიქტზე აქცენტის გაკეთება და ამით რუსული პროპაგანდის ამოცანების დახმარება?

ივანიშვილის რეჟიმი ამას რატომ აკეთებს, გასაგებია - ეს მათი მოღალატეობრივი ხაზია უკვე მრავალი წელია, მაგრამ რეჟიმის ოპონენტი ამ შინაარსის ბოდვას რატომ უნდა ავრცელებდეს?

დღეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის არის საჭირო, რომ ეს ცრუნარატივი ჩამოვანგრიოთ და თავისუფალ სამყაროშიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რუსული აგრესიის განეიტრალებას დავუკავშიროთ და არა ეთნიკურ-ტრაიბალისტური შერიგების საკითხს.

რაც, შესაძლოა, კიდევ უფრო მთავარია, ქვეყნის შიგნით უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არა რუსეთთან დალაგებით, არამედ მხოლოდ რუსეთის გავლენის ამოძირკვით მიიღწევა.

უნდა ვაჩვენოთ ისიც, რამდენად მოღალატეობრივი სიცრუეა, რომ რუსეთის არგაღიზიანებით გავალთ სამშვიდობოს.

ცხინვალსა და აფხაზეთში დაწყებული აგრესიისას საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არც ადგილობრივ, არც საერთაშორისო დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა.

მაშინაც და დღესაც რუსეთი ჩვენს სახელმწიფოებრიობას და დამოუკიდებლობას ერჩოდა და ერჩის.

აფხაზეთში ქართველების გენოციდი ყველაზე ცხადი მაგალითია იმისა, თუ რამხელა საფრთხეა რუსეთის პირისპირ, მოკავშირეების გარეშე მარტო დარჩენა.

3. და მესამე, ვინმემ რომ თქვას დღეს, რომ უკრაინაში რუსებმა კი ჩაიდინეს დანაშაულები, მაგრამ რუსებსაც აქვთ ისტორიები უკრაინელებზე და ამ ისტორიებს ისინი "სახელმძღვანელოებში ასწავლიანო" - ამას ხომ ჩვენ, მათ შორის ბატონი გვარამია, ნებით თუ უნებლიედ მტრის პროპაგანდის მიერ ბოროტების გამართლებად შეაფასებდა და სამართლიანადაც.

მსგავსი მორალური რელატივიზმი და სურათის ადღაბნვა ხომ მხოლოდ ჩვენი მტრის ინტერესშია?

ვინმემ რომ თქვას, რომ ფაშიზმი კი იყო ბოროტება, მაგრამ ინგლისელ და ამერიკელ ჯარისკაცებსაც ექნებოდათ დანაშაულები ჩადენილიო, ხომ ბოროტების მოკავშირედ შევრაცხავდით.

ცხადია, ნებისმიერ და მათ შორის ამ ომშიც, ცალკეული ჯარისკაცების მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებებს ადგილი ექნებოდა, თუმცა ბოროტება რომელ მხარეს იდგა, ხომ ცალსახაა?

ხომ ცალსახაა, რომელ მხარეს არსებობდა ეთნიკური ნიშნით მოსახლეობის სისტემური განადგურების საჯაროდ დეკლარირებული ამოცანა და ამ ამოცანის სისრულეში მოყვანა.

არ შეიძლება პასუხისგმებლიანმა პოლიტიკოსმა ფსევდოინეტელექტუალურ ნაკადს მოაყოლოს ასეთი საზიანო და სიცრუეზე დამყარებული ბოდვები.

ბატონი გვარამიას ზემოთ მოყვანილი შეფასებები დამატებით ადასტურებენ, თუ რადმენად საჭირო და აუცილებელია “ბუჩამდე იყო აფხაზეთის” მსგავსი კამპანიები.

რამდენად საჭიროა, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ისტორიულ დანაშაულებსა და ბოროტებას ადეკვატური, სამართლიანი შეფასება მიეცეს და მათ შესახებ ნარატივები რუსული პროპაგანდის შხამისგან გაიწმინდოს.

ვისაც უფრო ვრცლად აინტერესებს ჩემი პოზიცია - უფრო ვრცლადაც გამოვეხმაურე თავის დროზე ამ საკითხზე დისკუსიას ფილმ "იარე ლიზას" გარშემო, რომელიც ნაწილობრივ იმავე სულისკვეთებას იმეორებს, რაც ბატონი გვარამიასგან მოვსმინეთ,“ - დაწერა გიგა ბოკერიამ.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი