კომენტარი
არ შეიძლება ჰააგაში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ისინი იცავდნენ საკუთარ ტერიტორიას - დავით ზალკალიანი
არ შეიძლება ჰააგაში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ისინი იცავდნენ საკუთარ ტერიტორიას, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ გამოთქმულ ოპოზიციის კრიტიკას.
ოპოზიციის ნაწილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს, „იმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადების გამო, რომელიც ჰააგის სასამართლოში 2008 წლის ომის გამოძიების საკითხს ეხება.
ზალკალიანის თქმით, ქართული მხარის მოლოდინია, რომ ჰააგის სასამართლოში რუსი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
„მოგეხსენებათ, პროცესი მიჰყავს იუსტიციის სამინისტროს და ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვეხმარებით ჰააგის სისხლის სასამართლოსთან თანამშრომლობის კუთხით. რაც შეეხება იმ სპეკულაციებს, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში ვისმენთ - მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ნუ იყენებენ ამას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ეს არის სახელმწიფოებრივად უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე. ძალიან რთული იურიდიული პროცესებია. ათასობით დოკუმენტი და ვიდეო-მტკიცებულებაა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიწოდებული ჰააგის სასამართლოსადმი. არ შეიძლება დადგეს ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი. ქართველი სამხედროები საკუთარ ტერიტორიას იცავდნენ. როგორ შეიძლება დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც საკუთარ ტერიტორიას იცავდა. ჩვენი მოლოდინია, რომ რუსი მაღალჩინოსნების და რუსეთის მხრიდან ბრძანების გამცემი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. იცით, რომ იძიებენ ეთნიკურ წმენდას და ქართველი სამხედროების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. სწორედ ამ მიმართულებით ველით, რომ დადგება პასუხისმგებლობის საკითხი,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


