კომენტარი
არ მქონია არც ერთი დასვენების დღე, დილას ადრე ვიწყებდი საქმეს, რომ დრო არ დაგვეკარგა-დავით ნარმანია
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სამწლიანი საქმიანობა შეაფასა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მერად მუშაობის პერიოდში მას არც ერთი დასვენების დღე არ ქონია.
მისი თქმით, ღამე გვიანობამდე მუშაობდა და დილას ადრე იწყებდა საქმეს, რომ დრო არ დაეკარგა.
„მე არ მქონია არც ერთი დასვენების დღე. ღამე გვიანობამდე ვმუშაობდი და დილას ადრე ვიწყებდი საქმეს, რომ დრო არ დაგვეკარგა. ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, ძალიან დატვირთული პერიოდი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმის კეთების პერიოდი და ასევე, უამრავი გამოწვევებით სავსე პერიოდი.
ჩემი მმართველობის დროს დაემთხვა, სამწუხაროდ, თბილისის სტიქია, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი და რესურსი წაგვართვა. ამ პერიოდში ჩვენ მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა და საბოტაჟისა მოვახერხეთ ის, რომ ბევრი კარგი საქმე გაგვეკეთებინა, საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, 12 ახალი ბაღი აგვეშენებინა, 143 ახალი ავტობუსი შემოგვეყვანა, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი გაგვეკეთებინა და ძალიან ბევრი ისეთი საქმე გაგვეკეთებინა, რომელიც დღეს სახეზეა და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე მომავალში კიდევ უფრო მეტად და აქტიურად გამოჩნდება“,- განაცხადა ნარმანიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


