კომენტარი
არ მინდა ომბუდსმენის ინსტიტუტი გადაიქცეს „კრიმინალების გამპრავებელ კანტორად“ - გიორგი მღებრიშვილი
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ომბუდსმენი სამართალდამცველების მიერ პატიმრის წამების შესახებ წერს.
კერძოდ, უჩა ნანუაშვილი ბრალდებულ სერგო მამასახლისის მიმართ პოლიციელების მხრიდან, სავარაუდო, არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.
მინისტრის თქმით, მას არ სურს ომბუდსმენის ავტორიტეტული ინსტიტუტი, გადაიქცეს „კრიმინალების გამპრავებელ კანტორად“.
გიორგი მღებრიშვილი სახალხო დამცველს ურჩევს, ინფორმაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაამოწმოს.
„ბრალდებულისგან მსგავსი ჩვენებები არ მიკვირს, ეს არც პირველი ყოფილა და არც ბოლო იქნება. მე უბრალოდ ყოველთვის მაოცებს ომბუდსმენის ასეთი დამოკიდებულება. მას შეეძლო ინფორმაციის გადამოწმება ჩვენთან და მიიღებდა აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალეები, ობიექტურები, ტრანსფარანტულები ყველა საკითხთან მიმართებაში. უფრო მეტი დაკვირვება და სიფრთხილეა საჭირო, როცა პოლიციელებთან მიმართებაში ვაკეთებთ განცხადებას. არ მინდა, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ომბუდსმენის ინსტიტუტია, გადაიქცეს „კრიმინალების გამპრავებელ კანტორად“,-აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


