კომენტარი
არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეწყალების საკითხს ის პოლიტიკური კუთხით ვერ მიუდგება. ამის შესახებ მან გადაცემა „360 გრადუსში“ თქვა.
მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი შესაწყალებლები არ არიან.
„2013 წელს დავამთავრე დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მართლა დავამთავრე 2013 წელს, რადგან მე გავხდი საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტი არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის პრეზიდენტი, ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მსახური. საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთ სამსახურში - ემსახურება ქართველ ხალხს.
ბუნებრივია, მე შეწყალების პროცესში არანაირად არ ვითვალისწინებ პოლიტიკურ შემადგენელს. ამაზეც ხომ ერთი ამბავი იყო ატეხილი. კაკო ბობოხიძის ძმა რომ არ დავტოვე ციხეში, საქმეზე, რომელიც ადეიშვილმა შეუკერა. რა სინდისით უნდა დამეტოვებინა პოლიტიკოსის ძმა ციხეში, იმიტომ, რომ მისი ძმა „ნაციონალია“? ეს ხომ იქნებოდა ამაზრზენი, ხომ იქნებოდა იმ ბიოგრაფიის შეურაცხყოფა, როდესაც მე ვამბობდი, რომ „ნაციონალები“ არასწორად იქცევიან პოლიტიკურად რომ დევნიან?! ჩემი ოჯახის შეურაცხყოფა იქნებოდა, იმ ადამიანების, რომლებიც კომუნისტების დროს არ იყვნენ კარგ მდგომარეობაში.
არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან. მე თქვენთან ვერ გავივლი დეტალებს, რატომ კი და რატომ - არა. მაგრამ რომ მიმაჩნდეს, რომ შესაწყალებელია, პოლიტიკური შემადგენლით ამ საკითხს არ მივუდგებოდი. ისევე, როგორც არ მივუდექი კაკო ბობოხიძის ძმას პოლიტიკური შემადგენლით. საერთოდ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი რომ ციხეში ზის, რომელ პარტიაში ირიცხება?!“, - თქვა პრეზიდენტმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


