კომენტარი
არ მაქვს არანაირი არც ინტერესი და არც შემოსავალი ბიზნესიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ - გიორგი გახარია
დღეის მდგომარეობით, მე, გიორგი გახარიას, არ მაქვს არანაირი არც ინტერესი და არც შემოსავალი ბიზნესიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუსეთში მისი ბიზნეს ინტერესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.
„ვინც ეს სიუჟეტი მოამზადა, ცოტა უფრო კვალიფიციური ან კეთილსინდისიერი რომ ყოფილიყო, ამ ყველაფერთან ერთად აჩვენებდა იმას, რომ 2012 წლის შემდეგ ეს კომპანია ქაღალდზეც არ არსებობს, ფაქტობრივად, ვირტუალურია.
დღეის მდგომარეობით მე, გიორგი გახარიას, არ მაქვს არანაირი არც ინტერესი და არც შემოსავალი ბიზნესიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ. უფრო მეტიც, არ მაქვს და არასდროს არ მქონია საქართველოში არანაირ ბიზნესში მონაწილეობა, თანამონაწილეობა, ან რაიმე სახის შემოსავალი. ეს ყველაფერი გადამოწმებადია. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო იმისთვის, რომ მკვდარი, ვირტუალური კომპანია დაეკავშირებინათ რაღაცასთან, აქტივობებთან, დადგმული იყო დრამატურგია. ეს არის და ეს“, - განაცხადა გახარიამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


