კომენტარი
არ გვგონია, რომ 5 წლის თავზე მარგველაშვილის დამოკიდებულება შეიცვალოს, ჩვენი მოლოდინი პესიმისტურია - ირაკლი კობახიძე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევა ან ჩაგდება ჩვენთვის თვითმიზანი არ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას პროცესთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს.
"მთავარია კანდიდატი როგორი იქნება. სამწუხაროდ, მოლოდინი არ არის ოპტიმისტური და ეს პესიმიზმი დაკავშირებულია იმ პრაქტიკასთან, რომელიც ჩამოყალიბებული აქვს გიორგი მარგველაშვილს. ის ყოველთვის ცდილობდა დანიშვნებში ჩაედო საკუთარი პოლიტიკური ინტერესი და სწორედ ამის გამო ნიშნავდა ის საკუთარ თანამშრომლებს სასამართლო სისტემაში, როგორც საკონსტიტუციო, ასევე უზენაეს სასამართლოში. სამწუხარო პრაქტიკაა და ჩვენ არა გვგონია, 5 წლის თავზე მარგველაშვილის დამოკიდებულება შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის პესიმისტური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც არჩევა და არც ჩაგდება არ არის თვითმიზანი. დაველოდებით კანდიდატურას და ვიმოქმედებთ ჩვენი უფლებამოსილების შესაბამისად,"- განაცხადა კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


