მსოფლიო
არ გაგვიკვირდა - ვაშინგტონში განმარტეს, რატომ არ მიულოცა ტრამპმა პუტინს ხელახალი გაპრეზიდენტება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ მიულოცა ვლადიმერ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
ტრამპის პრესმდივანმა ჰოგან გიდლიმ განუმარტა ჟურნალისტებს, რომ პუტინის გამარჯვება ვაშინგტონისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, ხოლო სატელეფონო ზარი კრემლში დაგეგმილი არ ყოფილა.
მან აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად აშშ აპირებს, გააგრძელოს რუსეთთან თანამშრომლობა ყველა შესაძლო სფეროში.
„ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების განვითარებას, თუმცა პასუხს ვაგებინებთ, თუკი ის ჩვენს ინტერესებს დაემუქრება“, -თქვა გიდლიმ.
დასავლეთის ლიდერები არ ჩქარობენ პუტინთან დაკავშირებას, ამ დროისთვის მეოთხედ გაპრეზიდენტება მას მიულოცეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
კრემლს პუტინის მისალოცად დაუკავშირდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი სი ცზინპინი, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, სომხეთის, უნგრეთის, უზბეკეთის, ვენესუელის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, კუბის, მოლდოვეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერები.
ევროკავშირმა კი გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარია საარჩევნო პროცესის დროს გამოკვეთილ დარღვევებზე, მათ შორისაა კანდიდატების საქმიანობის ცალმხრივად გაშუქება წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


