მსოფლიო
აქციები დასრულებულია - ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, გენერალ მოჰამედ ალი ჯაფარის განცხადებით, ანტისამთავრობო პროტესტები ქვეყანაში დასრულებულია.
„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს 1396 წლის ამბოხი დასრულდა“, -თქვა ჯაფარიმ, რომელმაც ირანული კალენდრით იხელმძღვანელა.
მას არ წარუდგენია რამე მტკიცებულება, თუ როგორ მოხდა ამბოხებულთა დამარცხება.
საინფორმაციო სააგენტო ფარსთან მან განაცხადა, რომ აქციებზე მხოლოდ 15 000 ადამიანი გამოვიდა, ხოლო ყველა „სიმშვიდის დამრღვევი“ დაკავებულია.
ჯაფარის მტკიცებით, აქციებისკენ მოსახლეობას ჰილარი კლინტონმა უბიძგა.
„მტრებმა კარგად იციან, რომ არავითარ შემთხვევაში ვერ შეუქმნიან საფრთხეს ირანის ისლამურ რესპუბლიკას თავდაცვის კუთხით. შესაბამისად, მათ გამოიყენეს მთელი თავისი კაპიტალი, რათა კულტურული, ეკონომიკური და თავდაცვითი საფრთხეები შეუქმნან ისლამურ ირანს და ღვთის წყალობით, ისინი აუცილებლად იქნებიან დამარცხებულები“, -თქვა გენერალმა.
აქციები ერთი კვირის წინ დაიწყო, როცა მოსახლეობამ ფასების ზრდა გააპროტესტა. შემდგომ უკმაყოფილოთა ტალღამ მთელ ქვეყანას მოედო. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ ინფლაციას, ქვეყნის საგარეო კურსსა და სასულიერო პირების პოლიტიკას.
ლოს ანჯელეს თაიმსის თეირანის კორესპონდენტის ცნობით, მიტინგები სულ მცირე ირანის 10 ქალაქში მიმდინარეობდა.
პოლიციამ სულ მცირე 450 ადამიანი დააკავა, ვრცელდება ინფორმაცია 21 დაღუპულის შესახებ.
ეს იყო ყევლაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია ბოლო 8 წლის განმავლობაში. 2009 წელს მასობრივი დემონსტრაციები მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


