მსოფლიო
აქტივისტები დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ჩაშლას გეგმავენ
ათასობით დემონსტრანტი გეგმავს, რომ 20 იანვარს ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია ჩაშალოს.
ტრამპის მოწინააღმდეგეები, რომელთა რიცხვში ჯგუფი DisruptJ20 და Black Lives Matter არიან, ყველა 12 პუნქტის ბლოკირებას შეეცდება, რომელიც კაპიტოლიუმთან ინაუგურაციის ცერემონიისთვის იქნება გამოყენებული.
გარდა ამისა, მათ სურთ გზების ბლოკირებისა და დემონსტრაციების მეშვეობით ტრადიცული საინაუგურაციო ბანკეტის ჩაშლაც.
„გვსურს აჯანყების ნახვა, რომელიც ამ ქალაქში დაიწყება და მთელს ქვეყანას მოედება“,-განუცხადა Reuters აქციის ორგანიზატორმა დევიდ ტერნსტონმა.
საერთო ჯამში, ინაუგურაციის დღეს, სხვადასხვა სახის აქციების გასამართავად ნებართვა 27-მა საინიციატივო ჯგუფმა მოიპოვა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ოთხჯერ მეტია, ვიდრე სხვა ინაუგურაციების დროს იყო.
მოსალოდნელია, რომ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას 800 ათასი მაყურებელი ეყოლება. მათ უსაფრთხოებას 15 ათასზე მეტი ძალოვანი უზრუნველყოფს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


