კომენტარი
ანზორ ჩუბინიძე - ჟურნალისტებს: ძალიან გთხოვთ, ზურა ბუჩუკურს ჩრდილი არ მიაყენოთ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ზურაბ ბუჩუკურის დანიშვნა, პატრიარქის პირადი დაცვის უფროსად, „უკუნითი უკუნისამდე არ იყო“.
ამის შესახებ ჩუბინიძემ მედიას საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
„ყველა თანამშრომელმა კონფორტულად უნდა იგრძნოს თავი იქ სადაც მუშაობს. მოდით, ზოგადად შევხედოთ. ბატონმა ზურამ განვლო კარგი პერიოდი. იმასაც დაგიდასტრურებთ, რომ ზურაბის დანიშვნა არ იყო უკუნითი უკუნისამდე, ეს იყო გარკვეული პერიოდით. ცვლილებები იგეგმებოდა და მოხდებოდა, შესაბამისად, ეს მოხდა. არ მიაყენოთ, ძალიან გთხოვთ, ზურას ჩრდილი. ზურა არის ძალიან კარგი თანამშრომელი, იგი გააგრძელებს მუშაობას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში“,-განაცხადა ჩუბინიძემ.
რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ზურაბ ბუჩუკურის გათავისუფლება უკავშირდება იმას, რომ იგი მეუფე პეტრეს სულიერი შვილია, ანზორ ჩუბინიძე პასუხობს, რომ „მეუფე პეტრეს სულიერი შვილი თუ არის, ამაში არაფერი ცუდი არ არის, მე მგონი. ჩემი პოზიციით, ამას ნამდვილად არ უკავშირდება“.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვედრია თუ არა ჩუბინიძე საკითხსზე სასაუბროდ, პატრიარქის მდივან-რეფერენეტს შორენა თეთრუაშვილს, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი პასუხობს, რომ „თეთრუაშვილი არანაირ კავშირში არ არის ჩემთან და მხოლოდ გამარჯობით ვიფარგლებით, მეტი არაფერი არ მაკავშირებს ამ ქალბატონთან“.
ამასთან, ანზორ ჩუბინიძე არ გამორიცხავს, რომ პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი, ამჟამინდელი წევრებისგან შეირჩეს და არც იმას გამორიცხავს, რომ ცვლილებები მომავალშიც განხორციელდეს.
„შესაძლოა, რომ მოქმედი დაცვის წევრი დაინიშნოს, დიახ, არ გამოვრიცხავ. ჩემი სურვილიც არის, რომ მოქმედი იყოს, იმიტომ, რომ მან კარგად იცის იქაური სიტუაცია. თუმცა მომავლშიც კიდევ არ გამოვრიცხავ ცვლილებებს და ამას მარტივად შევხედოთ, ძალიან გთხოვთ“,-აღნიშნა ჩუბინიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


