კომენტარი
ანტიტერორისტული ოპერაციის გამოძიებაში FBI-ის ექსპერტები ჩაერთვნენ - იან კელი
საქართველოში ამეირკის ელჩი იან კელი ადასტურებს ინფორმაციას, რომ 22 ნოემბრის ანტიტერორისტული ოპერაციის გამოძიებაში ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI-ის) ექსპერტები არიან ჩართული.
ამასთან, ელჩი აღნიშნავს, რომ ქართულ მხარეს ტექნიკური დახმარება ამერიკამ შესთავაზა.
იან კელი განმარტავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ამერიკის პარტნიორია, მნიშვნელოვანია ქვეყნებმა ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარონ, ითანამშრომლონ.
„აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით ჩვენ შევთავაზეთ დახმარება, ტექნიკური დახმარება. ჩვენ ამას უკვე უზრუნველვყოფთ. ეს ის საკითხია, რომელიც ყველა ჩვენთაგანს ეხება. ეს საერთაშორისო ტერორიზმის საკითხია. საქართველო ჩვენი პარტნიორია. ჩვენ მზად ვართ საქართველოს ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია, ვითანამშრომლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მოხარული ვარ, რომ უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობა პროდუქტიულია“, - განმარტა იან კელიმ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


