უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

15 მარტი, 2025 12:10
font-size

ანტისამთავრობო მასშტაბური საპროტესტო აქციის წინ ბელგრადში ათასობით დემონსტრანტი ჩავიდა

ანტისამთავრობო მასშტაბური საპროტესტო აქციის წინ ბელგრადში ათასობით დემონსტრანტი ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ათასობით მომიტინგე, ძირითადად სტუდენტები, ბელგრადში შეიკრიბნენ მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების გამართვამდე. ბევრმა მათგანმა ასობით კილომეტრი ფეხით ან ველოსიპედით გაიარა, რათა დედაქალაქში ჩასულიყო.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა მოთმინება უნდა გამოეჩინონ, თუმცა უწესრიგობის შემქმნელები უნდა დააკავონ. „სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ვინც მას საფრთხეს შეუქმნის, დააკავებენ,“ - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

სტუდენტური კოლონების ბელგრადის ცენტრში შესვლისას ათასობით ადამიანი მხიარულებითა და სერბეთის დროშების აფრიალებით შეხვდა მათ. პარლამენტის შენობის მახლობლად შეკრებილმა ასობით მოტოციკლისტმა ძრავები გამაფრთხილებლად აამუშავა. ავტომობილები სიგნალებით გამოხატავდნენ მხარდაჭერას.

მხარდამჭერებმა, მათ შორის ბელგრადის სტუდენტებმა, მთავარ ქუჩაზე, ტერაზიეზე, წითელი ხალიჩა გაშალეს მომიტინგეების მისაღებად. „ბელგრადელებო, განმათავისუფლებლები ჩამოვიდნენ,“ - განაცხადა 19 წლის სტუდენტმა ანგელინამ, რომელიც ქალაქ ზრენიანინიდანაა.

სავარაუდოდ, ეს საპროტესტო გამოსვლები სერბეთის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება. თითქმის ყოველდღიური სტუდენტური დემონსტრაციები დეკემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც 1 ნოემბერს ნოვი სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ვუჩიჩის ოპონენტები ამ ტრაგედიას კორუფციას უკავშირებენ.

ვუჩიჩის განცხადებით, ხელისუფლება დედაქალაქში 60,000-დან 80,000-მდე დემონსტრანტის ჩასვლას ელოდება, თუმცა ორგანიზატორები გაცილებით მეტ ადამიანზე საუბრობენ. სტუდენტები, მასწავლებლები, ფერმერები და მუშები შეუერთდნენ საპროტესტო მოძრაობას, რაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ვუჩიჩისთვის, რომელიც უკვე 12 წელია, პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

იმავდროულად, ვუჩიჩის მომხრეებიც ბელგრადში ჩამოვიდნენ და მისი ოფისის მახლობლად კარვები გაშალეს. მათ ქალაქში ტრაქტორები მიიყვანეს და კარვების ბანაკი მათით შემოსაზღვრეს.

მანამდე, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ სამართალდამცავები ჩაერევიან, თუ ძალადობა მოხდება.

დეკემბერში სტუდენტებმა ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს, მათ შორის, რკინიგზის სადგურის ტრაგედიასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. პროკურატურამ უკვე 13 ადამიანი დაადანაშაულა, ხოლო მთავრობამ ანტიკორუფციული კამპანია დაიწყო. თანამდებობიდან გადადგნენ ვუჩევიჩი და ორი მინისტრი.

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი