მსოფლიო
ანკარაში ლგბტ-ღონისძიებების ჩატარება აიკრძალა
ანკარამ აკრძალა ლგბტ თემატიკასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, იქნება ეს ფესტივალი, კინოჩვენება, ფორუმი თუ გამოფენა, უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების გამო.
დედაქალაქის მთავრობამ მიზეზად საზოგადოებრივი წესრიგისა და განწყობების დაცვა დაასახელა. მერის თქმით, მსგავსი ღონისძიებები „რეაქციების პროვოცირებას მოახდენს საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში“, და, შესაძლოა, ტერორისტების სამიზნე გახდეს.
განცხადება მოჰყვა წინა კვირას გერმანულენოვანი გეი კინოფესტივალის გაუქმებას, რომელიც ქალაქში უნდა გამართულიყო.
ეს არაა მსგავსი აკრძალვის პირველი შემთხვევა. 3 წლის წინ სტამბულში დაიბლოკა ყოველწლიური გეი აღლუმი, რომელიც ქალაქში 2003 წლიდან იმართებოდა. თურქეთი პირველი მუსლიმური ქვეყანა გახდა, სადაც გეი აღლუმის ჩატარება დაუშვეს.
ანა მებურიშვილი

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


